ასათიანი

დეტალურად

აზნაურული გვარი საქართველოში. „ასათიანი, ასაით მიხაილ იყო ბერძენთა მხედარი სარდას მონომახის კეისრისა წელს 1073, და მისი შვილი მოვიდა იმერეთს და მეფემან მათი გვარი მიიღო ასათიანად და მუნითგან იწოდებიან ამ გვარად“.

 ასათიანებს იმერეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა ეჭირათ, კერძოდ ისინი იყვნენ სამეფო მოურავები. ასათიანებს მამულები ჰქონდათ ლეჩხუმსა და იმერეთის სხვადასხვა კუთხეში. დავით დადიანის დროს ოქროპირ ასათიანი იყო უზენაეს სასამართლოს მდივანი.

 1736 წელს ყმისა და მამულის წყალობის წიგნი მისცა ალექსანდრე მეფემ ხახუტა ასათიანს: – „…ჩვენის გულისათვის ბევრი საქმე გემართათ, მერმე დაგვიაჯენით და ჩვენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ პატრიქეთს… სასახლე თუ გლეხები მათის ცოლშვილით, სახლკარით, პურმარილით, ტყით, ველით, ვენახით, სასაფლაოს ეკლესიათა, საძებრითა და უძებრით, გვიბოძებია. გიბედნიეროს ღმერთმან, თუ თქვენ ჩვენი ერთგული იყო, ჩვენ ეს ჩვენი წყალობა არასოდეს არ მოგიშალოთ.“

 1736–1737 წწ. ოტია დადიანმა ხახუტა ასათიანს უბოძა ყმა–მამული ცხუკუშვერში.