დეტალურად
ალექსი-მესხიშვილები, XVII–XIX სს. ქართული კულტურის მოღვაწე მწიგნობართა, კალიგრაფთა და მხატვართა გვარია. გადმოვიდნენ მესხეთიდან და თბილისში XVII ს. დამკვიდრდნენ.
დაკავშირებული იყვნენ ანჩისხატის ეკლესიასთან. მღვდელი პეტრე მესხი ანჩისხატის კანდელაკი იყო; ანჩისხატის დეკანოზები იყვნენ მისი შვილი, მხატვარი გრიგოლი და გრიგოლის ვაჟი ალექსი – XVIII ს. შუა ხანის მოღვაწე, გამოჩენილი კალიგრაფი, ქართველ კალიგრაფთა სახელგანთქმული დინასტიის ფუძემდებელი (მესხიშვილების გვარი მის შემდეგ იხსენიებიან ალექსი-მესხიშვილებად).
ერეკლე II–ის დროს, როცა აღა–მაჰმად–ხანი შემოესია საქართველოს, ერთ–ერთმა მესხიშვილმა ანჩისხატის არქიმანდრიტმა გადაარჩინა და ანანურში აიტანა (მარტოდმარტომ ზურგზე მოკიდებულმა) ანჩის ხატი, რის გამოც მესხიშვილებს აზნაურობა უბოძეს.
ლევან ბერაია