ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ლეონტი იაკობის ძე
სავარსამიძე
მოზდოკი (Моздок) (ჩრდ. ოსეთი)
თბილისი
გენერალ-მაიორი

 ლეონტი იაკობის ძე სავარსამიძე (Prince Leonti (Levan) Savarsamidze - Major-General of the Russian Empire) (1778-1838) - გენერალ-მაიორი, დაიბადა მოზდოკში, მოზდოკში მცხოვრები ქართველი ღარიბი თავადის ოჯახში. 1804 წლის 1 იანვრიდან ყაბარდოს პოლკის კაპიტანია. 1818 წელს - პოლკოვნიკი. 1827 წლიდან გენერალ-მაიორი. 1832 წელს მონაწილეობდა ჭარის ოლქის დაწყნარებაში. ასრულებდა ჭარ-ბელაქანის ოლქის უფროსის მოვალეობას. გარდაიცვალა 1838 წელს. იყო მამაცი მეომარი, მიღებული ჰქონდა 5 ჭრილობა. საკუთარი ძალით გაიკვლია გზა, თუმცა სპეციალური განათლება არა ჰქონდა მიღებული, სამხედრო მოქმედებებზე მსჯელობდა როგორც გამოცდილი მხედართმთავარი (Записки Н.Н. Муравьева-Карсского, Русский Архив, 1886, 1).
 ლეონტი სავარსამიძეს ცოლად ჰყავდა ზაალ გურამიშვილის ასული სიდონია, თადეოზ გურამიშვილის (ილია ჭავჭავაძის სიმამრის) და.
  სიდონიას, ქმრის სიკვდილის შემდეგ, დაენიშნა პენსია 1500 ვერცხლის მანეთი წელიწადში.

თავადი
მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი


ბაგრატიონ-გრუზინსკი გრიგოლ იოანეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გრიგოლ იოანეს ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონ-გრუზინსკი
დაბ.-გარდ. თარიღები
1789 - 1830
სამხედრო ჩინი
პოდპოლკოვნიკი

საქართველოს ტახტის მემკვიდრე. 1812 წელს აჯანყებულებმა იგი გამოცხადეს მეფედ...

ფოტო
მამა - იოანე ბატონიშვილი
მამა - იოანე ბატონიშვილი

ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი მაქსიმეს ძე
გვარი
ქოჩაკიძე
სხვა სახელი, გვარი
გიორგი ჭალადიდელი
ცხოვრობდა
ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - მინსკი
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი

ჯორჯაძე დიმიტრი ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
დიმიტრი ნიკოლოზის ძე
გვარი
ჯორჯაძე
სამხედრო ჩინი
პოლკოვნიკი
მონაწილეობდა ომებში
  • რუსეთ-თურქეთის 1877-1878
  • რუსეთ-იაპონიის
ორდენი, ჯილდო
  • ლომის და მზის ირანული ორდენი მეოთხე ხარისხის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის ხმლით
  • წმ. ანას მესამე ხარისხის ხმლით
  • წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის
  • წმ. სტანისლავის მეორე ხარისხის ხმლით და ბანტით

ხერხეულიძე ზაქარია სიმონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ზაქარია სიმონის ძე
გვარი
ხერხეულიძე
ცხოვრობდა
ოდესა - ნოვოროსიისკი - ქერჩი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-თურქეთის 1828-1829
ორდენი, ჯილდო
  • ოქროს ხმალი წარწერით სიმამაცისთვის
  • წმ. ანას მეორე ხარისხის
  • წმ. ვლადიმერის მეოთხე ხარისხის

ორბელიანი მანანა მირმანოზის ას.

სახელი, მამის სახელი:
მანანა მირმანოზის ას.
გვარი
ქსნის-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
მანანა ორბელიანი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე

მანანა ორბელიანს უწოდებდნენ „ჩვენებურ მადამ რეკამიეს“...

ფოტო
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული