ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

ივანე ეგნატეს ძე
პოლტორაცკი
თბილისი - ოქროყანა
ოქროყანა
საქართველო - ქართლი - ოქროყანა

 ივანე ეგნატეს ძე პოლტორაცკი (პოლტარაცკი) (1836-1892) - უკრაინული წარმოშვების ქართველი საზოგადო მოღვაწე (დედით ზედგინიძე). "ქშწ-კგ საზოგადოების" დამფუძნებელი წევრი; დამთავრებული ჰქონდა თბილისის გიმნაზია. მსახურობდა თბილისშივე: მომრიგებელ მოსამართლედ, ვექილად, ბოლოს კი - ნოტარიუსად. მონაწილეობდა ილია ჭავჭავაძის "საქართველოს მოამბის" დაარსებაში. საერთოდ, გიმნაზიიდანვე ახლო ურთიერთობა აკავშირებდა ილიასთან, რომელმაც ი. პოლტორაცკის და ილია წინამძღვრიშვილს უძღვნა "აჩრდილი". ილია იყო ნათლია ი. პოლტორაცკის ვაჟის - ილიასი.
  ივანე პოლტორაცკის რუსულ ენაზე ნათარგმნი აქვს ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანი?!", "ოთარაანთ ქვრივი", "გლახის ნაამბობი", შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი".
  ივანე პოლტორაცკი გარდაიცვალა 1892 წლის 11 სექტემბერს, დაკრძალულია სოფელ ოქროყანაში.
 ი. პოლტორაცკის ქალიშვილი ნინო (1869-1931) იყო მეუღლე ექვთიმე თაყაიშვილისა. ნინო პოლტორაცკაია გარდაიცვალა ლევილში (საფრანგეთი), იქვე იყო დაკრძალული, 1987 წელს კი მისი ნეშტი გადმოასვენეს თბილისში და დაკრძალეს დიდუბის პანთეონში.

საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი. თბილისი 2007

აზნაური - (წარმოშვებით უკრაინიდან)


მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე პლატონის ძე
გვარი
მიქელაძე
ცხოვრობდა
კულაში - ვარშავა
სამხედრო ჩინი
გენერალ-ლეიტენანტი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-იაპონიის
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე მესამის მეფობის აღსანიშნავი ვერცხლის მედალი
  • ბუხარის ოქროს ვარსკვლავის მეორე ხარისხის
  • იაპონიასთან ომის აღსანიშნავი წითელი ჯვრის მედალი
  • რომანოვების მეფობის 300 წლის აღსანიშნავი მედალი
  • სპარსეთის ლომის და მზის მესამე ხარისხის
ფოტო
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

ჭავჭავაძე პაატა ბესპაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
პაატა ბესპაზის ძე
გვარი
ჭავჭავაძე
დაბ.-გარდ. თარიღები
1771 - ?

ესენი ყველაზე სახიფათო, მშვიდობიანობისათვის მავნე ხალხია, გამუდმებით ადგენენ გაბედულ შეთქმულებებს და ცხოველი მიმოწერა აქვთ ალექსანდრე ბატონიშვილთან...

თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ესტატეს ძე
გვარი
თარხან-მოურავი
სხვა სახელი, გვარი
(იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
დაბ.-გარდ. თარიღები
1899-1974
ფოტო
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი
მსახიობი ნუნუკა (ნინო) თარხან-მოურავი

მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე

სახელი, მამის სახელი:
იოსებ ქრისტეფორეს ძე
გვარი
მამაცაშვილი
ცხოვრობდა
  • თბილისი - ვიატკა - გორი
  • თბილისი - ვიატკა - გორი - რუისი
სამოქალაქო ჩინი
დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
ფოტო
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი
გენერალი ქრისტეფორე იოსების ძე მამაცაშვილი