ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

  ჩიქოვანთა ანუ ჩიქვანთა სათავადო დაახლოებით იმ დროს უნდა წარმოქმნილიყო, როცა ამ საგვარეულოს ერთი შტო გადადიანდა, ეს კი XVII საუკუნის 80–იან წლებში მოხდა.

 XVII ს. პირველ ნახევარში ჩიქოვანები ჯერ კიდევ „მდაბალი“ აზნაურები იყვნენ. ამ საგვარეულოს ცნობილი წარმომადგენლის კაციას მამა მეტად ღარიბი იყო, იგი თაფლითაც ვაჭრობდა, მაგრამ მისი ძე კაცია ლევან III დადიანის დროს ფრიად განდიდდა. პირველად პოლიტიკურ ცხოვრებაში დაწინაურდა მისი ძმა ევდემოსი. რომელმაც მიიღო ჭყონდიდელობა. ძმის დახმარებით ჩქარა კაციაც გაძლიერდა. იგი გახდა ლეჩხუმის მებატონე და იმერეთის მეფის ბაგრატ IV–ის ვეზირი. ჭყონდიდელი ევდემოსის რჩევით კაცია უახლოვდება ლევან III დადიანს, რომელმაც მას უბოძა სალიპარტიანო და თავისი ვეზირობაც. ლევან III დადიანის დროს არეულობამ და შფოთმა მიიღო მწვავე ხასიათი, კაცია ამ გარემოებით სარგებლობდა, ამოხოცა წარჩინებულები და თვითონ შეიქმნა ოდიშის ფაქტიური მმართველი. 1681 წელს ლევან III გარდაიცვალა. მისი ერთადერთი მემკვიდრე მანუჩარი მძევლად ჰყავდა გურიის მთავარს გიორგის, გიორგი გურიელმა თავად განიზრახა ოდიშის დაპყრობა და ამ მიზნით მოაკვლევინა მანუჩარი, მაგრამ ოდიშელებმა გაამაგრეს ციხეები და არ შეუშვეს გურიელი ოდიშში. ამრიგად, ოდიში იყო უპატრონოდ დარჩენილი „და კაცია ჩიქვანი იყო თავი და გამგე მათი“. კაციას შემდეგ მისმა შვილმა გიორგიმ დაიჭირა სალიპარტიანო და იგი მართავდა მთელ სადადიანოს. მაგრამ გიორგის მალე აუმხედრდნენ მისი შვილები, უფროსმა ბეჟან ჩიქოვანმა იმერეთის მეფეს გიორგი VI–ს სთხოვა დადიანობა და შეაძლია მას 4000 მარჩილი. მეფემ გაილაშქრა ოდიშზე და გააბატონა ბეჟანი. რომელმაც მიიღო დადიანის „წოდება“ 1715 წელს. ამგვარად, ოდიშის დადიანების მეორე დინასტიის ფუძემდებლები კაცია და გიორგი ჩიქოვანები იყვნენ.

 ჩიქოვანებს დადიანის კარზე ფრიად საპატიო თანამდებობები ეკავათ და თვალსაჩინო როლს ასრულებდნენ სამთავროს მართვა–გამგეობაში. 1788 წელს კაცია გარდაიცვალა, ოდიშელებმა მთავრად მისი ძე 18 წლის გრიგოლი დასვეს. როგორც ჩანს ეს კანდიდატურა არ მოეწონა იმერეთის მეფეს დავითს, მან განიზრახა ოდიშის დაპყრობა,. ვინაიდან ტახტზე მცირეწლოვანი იჯდა და წინააღმდეგობას ვერავინ გაუწევდა. ამ მიზნით მან შეკრიბა იმერთა ჯარი და კაციას გარდაცვალებიდან ორი თვის თავზე ოდიში დალაშქრა. გრიგოლმა თავს ლეჩხუმში გაქცევით უშველა.  მეფემ მთავრად გრიგოლის უმცროსი ძმა მანუჩარი დასვა. ამით ოდიშის თავად–აზნაურობა ორ სამტრო ბანაკად გაიყო: ერთნი მანუჩარს ემხრობოდნენ, მეორენი გრიგოლს. გრიგოლის მხარეზე იყვნენ ლეჩხუმის მთავარსარდალი ქაიხოსრო გელოვანი და ოდიშის სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი.

 ლევან V–ის მთავრობის დროს ოდიშს მართავდა ოთხი წევრისაგან შემდგარი საბჭო, რომელშიც შედიოდნენ: ნიკო დადიანი, ბესარიონ ჭყონდიდელი, სახლთუხუცესი გიორგი ჩიქოვანი და ლეჩხუმის მოურავი ბერი გელოვანი.

 ლეჩხუმელი ჩიქოვანების მეშვეობით დადიანი მართავდა აგრეთვე სვანეთის იმ ნაწილს, რომელიც ლეჩხუმს ესაზღვრებოდა და ამ მხარის მოურავებად ინიშნებოდნენ.

 ასე, რომ ყველა – ოდიშის სამთავროს – თითქმის ყველა მაღალი სახელო ჩიქოვანების ხელში იყო. ისინი ფლობდნენ სახლთუხუცესის, ბოქაულთუხუცესის, მსაჯულთუხუცესის, სარდალ და მოურავის თანამდებობებს.

 სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ ჩიქვანთა სათავადოც ადმინისტრაციულად გაუქმდა.

 ჩიქოვანების აზნაურები იყვნენ გაბუჩიები და საჯაიები.

ლევან ბერაია



თავადური გვარები

საქართველოს თავადთა გვარები, რომელთა შთამომავლებმაც მოაღწიეს XIX-XXI საუკუნეებში.

 

  1. აბამელიქი (აბამელიქიშვილი). თავადობა მიანიჭა ერეკლე მეორემ. პერსონები
  2. აბაშიძე (თავადი [ზემო იმერეთში, ქართლში, კახეთში, სამეგრელოში].  იქვე და გურიაში აზნაურები). პერსონები.
  3. ავალიშვილი (თავადი

ქსნის-ერისთავი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი ბაგრატიონი აღნიშნავს: „ხოლო იალბუზის კალთათა ქსნის ერისთავი და არა ქვენაფლაველისაგან, არამედ იტყვის ბიბილურობასა.“

 ქსნის საერისთავოს ისტორიისთვის ძირითად წყაროდ მიჩნეულია „ძეგლი ერისთავთა“. „როსტომ, ბიბილა წითლოსანი და ძენი მათნი სამოცდაათითა ...

მაჭუტაძე

 გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...

გურიელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. გურიის მთავრები. XI საუკუნიდან გურიის მთავრებად ისხდნენ. ვარდანისძეთა წარმომადგენლები. XIII–XV საუკუნეებში გურიის ერისთავები ჯერ ერისთავთ – ერისთავებად იწოდებოდნენ, შემდეგ კი დამოუკიდებელი მთავრები გახდნენ. გურიელად იწოდებოდა გურიის გამგებელი, ფეოდალური ...

ბაგრატიშვილი

 აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ ...

აბაშიძე

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში, ქართლსა და კახეთში, პირველი დოკუმენტური ცნობა ამ გვარის შესახებ XV ს. მეორე ნახევარს განეკუთვნება. აბაშიძეები განსაკუთრებით დაწინურდნენ იმერეთის სამეფოში, XV–XVI სს. მიჯნაზე ზემო იმერეთში ჩამოყალიბდა აბაშიძეთა სათავადო, რომელიც განსაკუთრებით გაძლიერდა XVII ს–ის ...

ბოსტაშვილი

 „აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...

გეგეჭკორი

აზნაური გეგეჭკორები.

 აზნაურული გვარი ოდიშში. სამთავრო აზნაურები. ერთ–ერთ ძველ საბუთში მოხსენებულია იოვანე გეგეჭკორი, რომელსაც გრიგოლ ჭყონდიდელმა, მიტროპოლიტმა ბეჟან დადიანის შვილმა წყალობის წიგნი მისცა.

 დავით დადიანის კარზე, რუსულ კანცელარიაში მდივნად იყო ანდრო გეგეჭკორი, როგორც დავით ...

ბაზლიძე

 ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან... მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა...“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ...

აფაქიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...

ართმელიძე

 ფეოდალური საგვარეულო გურიაში. XVII საუკუნემდე ართმელაძეთა გვარი ძლიერ ფეოდალურ გვარად ითვლებოდა გურიაში. ართმელაძეთა დამცრობა, XVIII საუკუნის მეორე ნახევარში დაიწყო, ამ დროს ჩამოართვეს მათ მეღვინეთუხუცესობა და თავად ნაკაშიძეებს გადასცეს. ართმელაძეების სამფლობელოს წარმოადგენდა სოფელი აკეთი ...