ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

მამუკა (მათე, მაკარ) თამაზის ძე
ორბელიანი
თბილისი - ვაშლოვანი
გენერალ-მაიორი
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1828-1829
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
  • რუსეთ-ირანის 1826-1828
თბილისი
საქართველო - თბილისი - სიონის ტაძარი

 მამუკა (მაკარ) თამაზის (თომას) ძე ორბელიანი (1800-1871) - გენერალ-მაიორი, აქტიურად მონაწილეობდა 1826-1828 წლების რუსეთ-ირანის, 1828-1829 და 1853-1856 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომებში; იბრძოდა აგრეთვე შამილის წინააღმდეგ; 1832 წლის შეთქმულების მონაწილე (მიესაჯა სამხედრო სამსახური "მალოროსიულ ყაზახთა პოლკში" იხ. გოზალაშვილი, 1832 წლის შეთქმულება, ტ. 3).
 მამუკა ორბელიანს უმამაცესი მეომრისა და სწორუპოვარი მოჯირითის სახელი ქონდა დაგდებული, მისი უჩვეულო ვაჟკაცობის ამბავი თვით კავკასიის მეფისნაცვლებს (ვორონცოვი, ბარიატინსკი) აქვთ აღნიშნული. 1840-იან წლებში მ. ორბელიანი განჯის მაზრის უფროსი იყო. ნიკოლოზ ბარათაშვილის ბიოგრაფები პოეტის საბედისწერო გადაწყვეტილებას (განჯაში წასვლას - ნაცვლად კახეთისა, სადაც ნიკოლოზ ბარათაშვილი თელავის მაზრის უფროსის თანაშემწედ იყო დანიშნული) მამუკას ინიციატივას მიაწერენ. ამას გარდა მ. ორბელიანი შედიოდა იმ ჯგუფში, რომელსაც 1847 წელს ნ. ბარათაშვილის თხზულებათა კრებულის გამოცემა და პოეტისთვის ძეგლის დადგმა ჰქონდა განზრახული.
 მ. ორბელიანს ასევე ჰქონდა ლიტერატურული ინტერესები. "ცისკარში" (1862 N9) გამოქვეყნებულია მისი პატრიოტული ხასიათის უსათაურო ლექსი. 1864 წელს "ცისკრის" რედაქტორი ივანე კერესელიძე ფულადი შემწეობისთვის ორბელიანს "უგულითადეს მადლობას" მოახსენებს.
 გარდაიცვალა 1871 წელს, დაკრძალულია სიონის საკათედრო ტაძარში.

წიგნიდან "საშვილიშვილო მოკავშირე დიმიტრი ყიფიანი" თბ. 2007

P.S. მამუკა ორბელიანი დიდი პაპაა ცნობილი პიანისტის, რადიო "ამერიკის ხმის" საბჭოთა კავშირის განყოფილების პირველი დირექტორის ირაკლი ორბელიანის.

 ორბელიანების გენეალოგია.

თავადი (ქართლი)
მათე (მაკარ) ორბელიანი
მათე (მაკარ) ორბელიანი


წერეთელი სიმონ გიორგის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ გიორგის ძე
გვარი
წერეთელი
ცხოვრობდა
საქართველო - ქუთაისი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
ფოტო
თავადაზნაურობის მარშალი სიმონ წერეთელი
თავადაზნაურობის მარშალი სიმონ წერეთელი

მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე პლატონის ძე
გვარი
მიქელაძე
ცხოვრობდა
კულაში - ვარშავა
სამხედრო ჩინი
გენერალ-ლეიტენანტი
მონაწილეობდა ომებში
რუსეთ-იაპონიის
ორდენი, ჯილდო
  • ალექსანდრე მესამის მეფობის აღსანიშნავი ვერცხლის მედალი
  • ბუხარის ოქროს ვარსკვლავის მეორე ხარისხის
  • იაპონიასთან ომის აღსანიშნავი წითელი ჯვრის მედალი
  • რომანოვების მეფობის 300 წლის აღსანიშნავი მედალი
  • სპარსეთის ლომის და მზის მესამე ხარისხის
ფოტო
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე
მიქელაძე ალექსანდრე პლატონის ძე

ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე

სახელი, მამის სახელი:
ალექსანდრე ვლადიმერის ძე
გვარი
ადლერბერგი
ცხოვრობდა
სანქტ-პეტერბურგი - მიუნჰენი
თანამდებობა, სახელო
საიმპერატორო კარის და ხელმწიფის ადგილ-მამულების მინისტრი
სამხედრო ჩინი
გენერალ-ადიუტანტი

ლორთქიფანიძე სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
სიმონ (სისო) ნიკოლოზის ძე
გვარი
ლორთქიფანიძე
დაბადების ადგილი
გოჩა-ჯიხაიში
ცხოვრობდა
ქუთაისი - ზედა-გვაშტიბი - კიევი
სამოქალაქო ჩინი
უმაღლესი კარის კამერგერი
თანამდებობა, სახელო
ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
ფოტო
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე
სიმონ (სისო) ლორთქიფანიძე

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი