gb rs t
ნიკოლოზ ვახტანგის ძე
ორბელიანი
თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი - ოდესა
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი
ლუქსემბურგი

 ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი გამორიცხეს უნივერსიტეტიდან და ადმინისტრაციული წესით დააბრუნეს საქართველოში. შემდგომში ნიკოლოზმა ბრწყინვალედ დაასრულა ოდესის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ერთხანს იმსახურა ქუთაისის პროკურორის თანაშემწედ, 1875 წლიდან დიდად განთქმული ვექილია თბილისში. 1917 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ. გარდაიცვალა ლუქსემბურგში და იქვეა დაკრძალული. ნიკოლოზ ორბელიანის ქალიშვილი ანასტასია იყო მეუღლე დიდი ქართველი ისტორიკოსის ივანე ჯავახიშვილისა.

ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (მარჯვნივ)

თავადი (ქართლი)

გედევანიშვილი ივანე გაბრიელის ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე გაბრიელის ძე
გვარი
გედევანიშვილი
სხვა სახელი, გვარი
იონა მროველი

იონა მროველი, რუისის მიტროპოლიტი. კათალიკოსის სარდლის გაბრიელ გედევანიშვილის შვილი (ერისკაცობაში ივანე)...

ყარაშვილი ივანე იოსების ძე

სახელი, მამის სახელი:
ივანე იოსების ძე
გვარი
ყარაშვილი
სხვა სახელი, გვარი
იოანე ყარაევი
სამოქალაქო ჩინი
კოლეჟსკი ასესორი

ყარაშვილები - ქართველ ექიმთა დინასტია და ასევე ქართველ მეფეთა და ბატონიშვილთა ექიმები

ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე

სახელი, მამის სახელი:
იოანე გრიგოლის ძე
გვარი
ბაგრატიონი
სხვა სახელი, გვარი
ბონ-ვივან; "ცარ-ივან"

ინგლისური კლუბის წევრი, მხიარული და გართობის მოყვარული. მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი ბონ–ვივანი...