ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

მიხეილ დავითის ძე
ციციშვილი
1820 - 1895

 ციციშვილი მიხეილ დავითის ძე (1820 - 1895). საკმაოდ შეძლებული თავადი სოფ. ხვედურეთიდან. იყო სამხედრო პირი. 1860 წლიდან მსახურობდა ნუხაში მაზრის უფროსად. შემდეგ სამსახურს თავი გაანება, დასახლდა თავის მამულში, სოფ. ხვედურეთში. გარდაიცვალა 1895 წ. ამას ჰყავდა სამი ვაჟი და რამდენიმე ქალი. ერთერთი მისი ქალი - მარიამი 1877 წ. მისთხოვდა სსვიტორში დავით როსტომის ძე წერეთელს, აკაკის უფროს ძმას. მიხეილის ვაჟმა ლევანმა ცოლად შეირთო თადეოზ გურამიშვილის ქალი ცაცო, იგივე ხორეშან, რომელიც თადეოზს შეეძინა მეორე ცოლისაგან - მარიამ დავითის ასულ დიასამიძისაგან. ე.ი. ეს ცაცო არის ილია ჭავჭავაძის მეუღლე ოლღას ნახევარდა; ხოლო ლევან ციციშვილი - ილიასა და დიმიტრი სტაროსელსკის ქვისლი. თადეოზ გურამიშვილის ქონების სამი მეხუთედი ლევან ციციშვილსა და მის მეუღლეს ცაცოს ვკუთვნოდა. ლევანი შეძლებულად ცხოვრობდა. მამულები ჰქონდა არაშენდას, ხვედურეთში; სახლები - თბილისსა და ავჭალაში. ლევან ციციშვილის მეუღლე ხორეშან (ცაცო), ეკატერინე გაბაშვილის მოგონებით, არ იყო სრული გონებისა.

 კ. გრიგოლია „ახალი ქართლის ცხოვრებაში“ ახსენებს ვასილ დავითის ძე წერეთელს (მიხეილის შვილიშვილს) და მის ნაამბობს სხვიტორულ „ქართლის ცხოვრებაზე“ (გვ. 147). „ქართლის ცხოვრების“ ამ ნუსხის მინაწერებში კ. გრიგოლიას შეხვედრია სავარსიმაძეები (ე. ი. სავარსამიძეები). სხვიტორული „ქართლის ცხოვრება“ წარმოშობით გურამიანთია, ხოლო სავარსამიძეები მის მინაწერებში იხსენიებიან იმიტომ, რომ თადეოზ გურამიშვილის ერთი და სიდონია ცოლად ჰყავდა ლეონტი სავარსამიძეს სავარსამიძეს.



მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე

სახელი, მამის სახელი:
დავით ზაქარიას ძე
გვარი
მელიქიშვილი
დაბ.-გარდ. თარიღები
1856 - 1909
თანამდებობა, სახელო
თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი

1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი...

ფოტო
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი

ორბელიანი მანანა მირმანოზის ას.

სახელი, მამის სახელი:
მანანა მირმანოზის ას.
გვარი
ქსნის-ერისთავი
სხვა სახელი, გვარი
მანანა ორბელიანი
ფაქტი, მოვლენა
1832 წლის აჯანყების მონაწილე

მანანა ორბელიანს უწოდებდნენ „ჩვენებურ მადამ რეკამიეს“...

ფოტო
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული
მანანა ორბელიანი მირმანოზ ქსნის ერისთავის ასული

ორბელიანი მამუკა თამაზის ძე

სახელი, მამის სახელი:
მამუკა თამაზის ძე
გვარი
ორბელიანი
სხვა სახელი, გვარი
მაკარ თომას ძე ჯამბაკურიან-ორბელიანი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1853-1856
ფოტო
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი
ბაბო (ბარბარე) ორბელიანი

ყაზბეგი გიორგი ნიკოლოზის ძე

სახელი, მამის სახელი:
გიორგი ნიკოლოზის ძე
გვარი
ყაზბეგი
ცხოვრობდა
თბილისი - ვლადივოსტოკი - ვარშავა - ივანგოროდი
სამხედრო ჩინი
ინფანტერიის გენერალი
მონაწილეობდა ომებში
  • კავკასიის ომები
  • რუსეთ-თურქეთის 1877-1878
ფოტო
გენერალი გიორგი ყაზბეგი
გენერალი გიორგი ყაზბეგი

გაბაშვილი ფრანგისტან ანდრიას ძე

სახელი, მამის სახელი:
ფრანგისტან ანდრიას ძე
გვარი
გაბაშვილი
დაბადების ადგილი
ერტისი
ცხოვრობდა
თბილისი - ერტისი - კიევი
სამხედრო ჩინი
გენერალ-მაიორი
ფოტო
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი
გენერალი ფრანგისტან გაბაშვილი, ყარსის შტურმის ერთერთი გმირი