დეტალურად
აზნაურთა გვარი იმერეთში და გურიაში. გურიაში ცნობილები იყვნენ როგორც “ცქვიტიშვილი”. „ერთხელ ბერი წულუკიძე ზემო იმერეთში ახლდა მეფე სოლომონ I–ს და აზნაურმა ცქიტიშვილმა შესაფერი პატივი არ სცა მის მხლებლებს. უკანასკნელთ ამაზე ბერს შესჩივლეს. რამდენიმე წლის შემდეგ ბერმა გაიარა იმ ცქიტიშვილის კარზედ, გაიხსენა ზემო აღნიშნული შემთხვევა და შევიდა მისას. ცქიტიშვილი მიეგება მხიარულად, დალოცა მისი მობრძანება და უნდოდა მუხლზედ ეკოცა, ამ დროს ბერმა ჰკრა თოფი და მოკლა…“
სოლომონ I–მა დავით წერეთელსა და ბეჟიკი ცქიტიშვილს სასიხლო საქმის გარჩევა დაავალა თავად ნიკოლოზ წერეთელსა და მოურავ გიორგი აბდუშელიშვილს.