ფაღავათა საგვარეუულოს შესახებ ძველ საბუთებში ვკითხულობთ: „ფაღავი იყო ორბელიანთ გვარი რომელიც მეფემან გარდაასახლა ოდიშში და იწოდნენ ფაღავაშვილებად წელს 1271–სა“.
თვით ფაღავების გვარში დღემდე დაცული გადმოცემით კი, ისინი,. თითქოს უძველესი დროიდან მოსულან ადიღედან და ბანძაში დამკვიდრებულან.
ვახუშტი ბატონიშვილი ფაღავას ერთიანი საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგდროინდელი ოდიშის ერთ–ერთი „უწარჩინებულეს“ გვარად ასახელებს. დოკუმენტურ წყაროებში ფაღავათა საგვარეულო წარმომადგენელნი XVII საუკუნის მეორე ნახევარზე ადრე არ ჩანს.
ფაღავების გვარის წამოწევა ოდიში ახალი სამთავრო დინასტიის, ჩიქვანების გაბატონებასთან უნდა იყოს დაკავშირებული. იმ ბრძოლაში, რომელსაც ჩიქვან–დადიანთა სახლი ოდიშის ძირძველ წარჩინებულ საგვარეულოებთან – ჭილაძე–გოშაძე–ქორთოძე–ჯაიანებთან აწარმოებდა, ფაღავები ჩიქვან–დადიანების მხარეზე არიან. გვიანდელი XIX ს. მეორე ნახევრის ცნობით, ფაღავების ყმათა საერთო რაოდენობა 800 კომლს უდრის.
ფაღავათა სათავადო XIX ს. 20–30–იან წლებში დაიშალა.
ფაღავათა აზნაურები: გაბუნიები.
ლევან ბერაია