დეტალურად
ფეოდალური საგვარეულო ქართლში. 1407 წლის ერთ–ერთი საბუთის მიხედვით ბაზლიძეები იყვნენ თავადები. „სიდამონმან… მოსწყვიტნა ბაზლიძენნი თავადნი, მოსახლენი ვაკესა შინა არაგვისასა რომლის გამო დღესაც ეწოდების მუნ ტბასა ბაზალეთისა ტბაი სახელსა გამო მათისა…“ „დაშთნენ მუნ ბაზლიძენი ამოსწყვიტა მდაბალნი ბაზლიძენი, რომელნიმე განილტვნენ ქართლსა და რომელნიმე კახეთსა და შეიქმნენ დამდაბლებულნი“. ამ ისტორიული დრამის შემდეგ ბაზლიძეები ჩამოკნინდნენ აზნაურებად.
ლევან ბერაია