დეტალურად
აზნაურული გვარი ქართლში. ყაფლანიშვილების აზნაურები. შემორჩენილია 1656 წლის 6 ივნისის დოკუმენტი, სადაც აზნაური ბლორძელები მამულის გაყოფის თაობაზე ედავებიან სარქისაშვილებს: „ქ. ჩვენ დივანბეგმან ჯავახიშვილმან პატრონმან როინ და დივანმან თუმანიშვილმან პირველმან ხელმწიფის მეფის პატრონის როსტომის ბრძანებით ბარათას აზნაურიშვილს ბლორძელს მამუკასა და მათ ძმათა სასამართლოდ და გარის პარუნ სარქისაშვილების საქმეზედ დაუსხედით ღმერთის შიშს ქუეშე, სარჩელი და საჩივარი ორთავესი გავიგონეთ…“
ლევან ბერაია