ჯაყელი

დეტალურად

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. მისმა შთამომავლობამ მიიღო  მეფისაგან სამამულოდ ჯაყისწყლის, ფოცხოვისა და ურავლის ხეობები. პირველ ჯაყელად წყაროებში იხსენიება (XI ს. შუა წლები) თუხარისის ერისთავი ბეშქენი, ხოლო შემდეგ – ყველის ერისთავი მურვანი. როგორც ერთი ისე მეორე აგარის მონასტრის სატრაპეზოს წარწერაში იხსენიებიან ერისთავებად. XII საუკუნეში თამარ მეფემ ბოცო ჯაყელს ჩამოართვა სამცხის ერისთავ-სპასალარობა და ჯაყის ციხე და გადასცა ივანე–ყვარვაყე ციხისჯვარელს. ასე წარმოიქმნა ახალი ჯეყელები ანუ ციხისჯვარელი ჯაყელები ფეოდალური საგვარეულო ძველი ჯაყელები კი ამიერიდან ბოცოსძეებად იწოდებოდნენ.

 1334 წ. გიორგი V ბრწყინვალემ ათაბაგობა უწყალობა თავის ბიძას სარგის II–ს ჯაყელს. ამიერიდან სამცხის სამთავროს დაუმკვიდრდა სახელი „სამცხე–საათაბაგო“. ხოლო სამცხის მთავარს – „სამცხის ათაბაგი“.

ლევან ბერაია