ჯაიანთა საგვარეულო ისტორიის სარბიელზე პირველად გვხვდება XV ს. მიწურულს. ამ გვარის უძველესი წარმომადგენელია ცოტნე ჯაიანი. ამავე საუკუნეში უნდა ვივარაუდოთ ამ საგვარეულოს ჩამოყალიბება. “ჯან ან ჯააბ, იყოს თათრის ბეგი, ესე მოინათლა და დაემოყვრა მამიკუნიანთა გვართა ვანის მხრით მცხოვრებთა და მერმე მოვიდნენ დროსა თათართაგან დაპყრობისა და დაესახლნენ იმერეთს და მეფემ მიიღო მათი გვარი თავადად ჯაიანად“.
XVII საუკუნეში ჯაიანები წარმატებას აღწევენ საეკლესიო სფეროში. ევდემონ ჯაიანი წალენჯიხის ეპისკოპოსად ზის.
ჩიქვანთა საგვარეულოს განდიდების შემდეგ ჯაიანები თანდათან ქვეითდებიან. ახალი სამთავრო სახლი ხელიდან აცლიან ჯაიანებს მიწა–წყალს, ჯაიანთა სათავადო XIX ს. 20–30–იან წლებში დაიშალა.
ჯაიანთა აზნაურები: გერსამიები, ფიჩხაიები, ჩაჩიბაიები, საჯაიები, ბოკუჩავები, პაპასკირები.
ლევან ბერაია