საგინაშვილი

დეტალურად

„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად თავადად მეფეთაგან და არიან ორად: 1) სომხითსა შინა მოსახლენი, 2) კახეთსა შინა.“

 საგინაშვილებს ყმები ჰყავდათ და მამულები ეკუთვნოდათ სოფლებიში: ჩხიკვეთში, ვარდისუბანში, ენაგეთში, კოდაში და სხვაგან.

 საგინაშვილები იყვნენ აგრეთვე აზნაურები და ყმებიც.

ილია ჭავჭავაძის დის ქმარი ალექსანდრე დიმიტრის ძე საგინაშვილი იყო რუსეთის არმიის გენერალ–ლეიტენანტი, 1827 წლიდან მონაწილეობდა მრავალ ლაშქრობაში, სოფ. კოდაში აღადგინა ქართული ეკლესია.

 გაბრიელ საგინაშვილი XVII ს. ქართველი კალიგრაფი, დავით გარეჯის ბერი.

ლევან ბერაია