დეტალურად
რატიშვილები – ფეოდალური საგვარეულო ქართლში. „თავადი რატიშვილები არიან გვარით ქსნის ერისთავნი, აზნაურად ჩამოქვეითების შემდეგ ასწყდნენ ქსნის ერისთავთაგან და გამოვიდნენ ქსნიდგან და დაეშვნენ ქსოვრის სამუხრანოს ადგილსა შინა, ხოლო ამა რატიშვილთაგანნი ბეჟანად წოდებულ იქმნ მეფის ვახტანგისაგან. ირაკლისგანვე აღყვანებულსა თავადობისა ხარისსა შინა, ხოლო ერთი ამათგანი სცხოვრობდა რუსეთსა შინა, ხოლო აწ არიან თავადად ბეჟან რატიშვილი, რომელიცა ვახტანგ დროსავე იწოდებოდა თავადად წელსა 1724 და მეფე ირაკლის დროს 1783–სა და აწ არიან ბეჟან რატიშვილები. ხოლო სხვანი არიან აზნაურად შალვას შვილები და სხვანი“.
ლევან ბერაია