დეტალურად
გუგუშვილი – აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია მე-18-19 საუკუნეების დადიანის ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.
არის მეორე ვერსიაც, სენატში შეტანილი საბუთების მიხედვით გუგუშვილები არიან გურიის სამთავროდან გადმოსახლებულები.
გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის თავადაზნაურთა სიაში.