დეტალურად
დგებუაძეები – ფეოდალური გვარი საქართველოში. მეგრელი თავადები, სათავადოს მფლობელები, სასახლე ჰქონდათ ოჩეში.
„დემუნა იყო მდივანი აბგარ მეფის, რომელმნაც აღწერა ცხოვრება აბგარ მეფისა წელსა ქრისტეს აქეთ 67 და მათნი გვარნი დროს თურქთაგან დაპყრობის მოვიდნენ ახალციხეს და მუნითგან ოდიშშს და მეფემან მიიღო თავადათ წელსა 785–სა“.
1798 წლის ცნობით „…სარდალ მოურავმა გელოვანმან ქაიხოსრომ და მეუღლემ ჩემმან დგებუაძის ასულმან როდამ აღვაშენეთ ეკლესია ესე.. და შევამკეთ ყოველთა სამღვდელოთა და წიგნითა დავახტვინდა კანკელი…“
დავით დადიანის დროს რუსული კანცელარიის მწერალი იყო ევგენი დგებუაძე, ხოლო გრიგოლ დგებუაძე იყო სასახლის კარისკაცთაგანი.
1848 წელს მარი ბროსეს სამეგრელოში მოგზაურობის დროს თან ახლდა თავადი სიკო დგებუაძე.
ლევან ბერაია