ჩარკვიანი

დეტალურად

აზნაურული გვარი დასავლეთ საქართველოში. სვანური წარმოშობის გვარი. 1860 წელს დიმიტრი ბაქრაძე თავისუფალი სვანეთის აზნაურთა ძველ საგვარეულოებს შორის აღნიშნავს  აზნაურ ჩარკვიანებსაც.

 როცა თავისუფალი სვანეთის მოსახლეობა აუჯანყდა თავადაზნაურობას მრავალი გვარის წარმომადგენლები და მათ შორის ჩარკვიანების ნაწილი გადმოვიდნენ ლეჩხუმში. ჩარკვიანების გვარი დასახლდა სოფ. წიფერჩში, საიდანაც შემდეგ სხვადასხვა სოფლებში გადასულან.

 1766 წლის საბუთში გვხვდება მოწმე, აზნაური ჩარკვიანი სულა.

ლევან ბერაია