ხერხეულიძე

დეტალურად

ვახუშტი ბაგრატიონი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“, ხერხეულიძეებს „აწინდელ“ ქართლის მთავართა შორის მოიხსენიებს. მისი თქმით, ხერხეულიძე ზემო ქართლის მთავარია, მაგრამ წარმოშობით მესხეთიდანაა, უწინ ცხოვრობდა სამცხეში და „არს მოსვლა მისი შემდგომად გაყრისა“, მეფე ერეკლე 1783 წლის 18 ივნის რუსეთის იმპერატორისადმი გაგზავნი ქართველ და კახელ თავადთა შორის მოიხსენიებს ხერხეულიძეთა გვარს.

 ხერხეულიძეთა გვარის უთვალსაჩინოესი წარმომადგენლები არიან ცხრა ძმა ხერხეულიძეები. რომლებმაც მარაბდის ომში გმირობით და მამაცობით თავი გამოიჩინეს და თავი შესწირეს სამშობლოს კეთილდღეობას.

 ცნობილი აგრეთვე ისტორიკოსი და მემატიანე ომან ხერხეულიძე, რომელიც XVIII საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

 გენერალი ზაქარია სიმონის ძე ხერხეულიძე მინსკის და სმოლენსკის გუბერნიის გუბერნატორი