ფალავანდიშვილი

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. (თავადნი ქართლში და აზნაურნი დასავლეთ საქართველოში). ესენი იყვნენ მოსახლენი, პირველ ნახჩევანის ნაწილსა შინა ყრინჯაქად წოდებულსა და სცხოვრობდნენ მუნ ქრისტეს აქეთ 1184–სა, ხოლო უკანასკნელ ამათი წინაპარი სიავკაცისა გამო მეფემან სომეხთამან გამორეკნა და მოვიდნენ ახალციხის და მუნ სცხოვრებდენ“.

 „აბაშიძე, ფალავანდიშვილი და ამირეჯიბი, ამით ერთობასა შინა აქვნდათ მამულნი იმერეთსა და ქართლში. და შემდგომად განყოფისა სამეფოსა ერთი ძმა იქით და ერთი აქეთ დაშორდნენ. ვითარც აჩენს მამულნი და სიგელნი მათნი“.

 ფალვანდ ფალავანდიშვილი იყო იმერეთის მეფის ალექსანდრეს მწიგნობარი, რომელმაც 1495 წელს დაწერა გელათის სიგელი. „ხელითა ფრიად ცოდვილს ფალავანდიშვილისა ფალავანდისათა“.

 ფალავანდიშვილებს ეკუთვნით კიდევ ერთი სასისხლო სიგელი, რომელიც დაწერილია 1488 წელს.

 XVII საუკუნის მეორე ნახევარში ეს საგვარეულო ვარდება დიდ გასაჭირში დ ფალავანდიშვილების ციხე–სიმაგრეების: ჯრუჭის, მღვიმევის, მოდინახეს უკვე წერეთლების ხელში ვხედავთ.

 XVII საუკუნის ერთ–ერთი საბუთი ქართლელ ფალავანდიშვილებს სათავადო ჰქონდათ ზემო ქართლის სადროშოში.

 ლევან ბერაია