დეტალურად
აზნაურული გვარი საქართველოში. ტახტის აზნაურები. აზნაური გაბაშვილი მოხსენიებულია 1635 წლის ერთ–ერთ საბუთში როსტომ მეფის დროს. (მე-18 საუკუნის ბოლოს გაბაშვილებმა იმერეთში მიიღეს თავადის წოდება).
გაბაშვილების საგვარეულოს ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ადგილი უჭირავთ საქართველოს პოლიტიკურ და ლიტერატურულ ისტორიაში ერთ–ერთი მათგანია ტიმოთე გაბაშვილი, რომელიც 1738 წელს ალექსანდრე მეფემ გაგზავნა რუსეთის დიპლომატიური მისიით.
1743 წელს მიიღო კათედრა ქართლის მთავარეპისკოპოსისა, რომელსაც პირველი ადგილი ეჭირა კათალიკოსის შემდეგ.
ბესარიონ გაბაშვილი, ბესიკი. გამოჩენილი პოეტი და დიპლომატი. 1778 წლის 10 აგვისტოს იმერეთის მეფემ სოლომონ პირველმა რუსეთის გზით ირანში გაგზავნა ელჩად.
ამავე დროს გაბაშვილები იყვნენ მუღანლოს ქართლის სამეფო მოურავები.
ლევან ბერაია