გვერდწითელი

დეტალურად

აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „…დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ შერიგებითა მამატყუილეს, სახლთუხუცესი ნიკოლოზ ხოსია გულბადაშვილი გაგზავნეს იმერეთს და კიკნაძეები მოიყვანეს, მამის ციხეს უღალატეს. გვერდწითელი გიორგი სახლთუხუცესი, თავიანთი ნათლიმამა მოკლეს, ნათლიდედა, სახლთუხუცესის ჯალაბი, ჯაჯით მოკლეს – საქონელი გამოაჩინეო, თავის ნათლული ციხიდან გადააგდეს და ნადირ–ფრინველმა შეჭამა“.

 შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

 გვერდწითლები

ლევან ბერაია