ჩინჩალაძე

დეტალურად

ჩინჩალაძე – გვარი იმერეთსა და ქართლში, აზნაურები. იმათი წინაპარნი არიან იმერეთიდან მოსრულნი დროსა განყრისასა სამსა სამეფოდ. ადგილით ჩინჩალად წოდებულისა რომლისა ან იმერელნი უწოდებენ ადგილსა ამას ჩინჩალაძისეულსა და არიან ესენიცა ცნობილ აზნაურად დროსა მეფისა ვახტანგისასა და ტრაქტატტსა შინა მოხსენიებულ.

 1727–1736 წწ. ამ გვარის წარმომადგენლები იასე ჩინჩალაძე იყო ბოქაულთუხუცესი. იყვნენ საციციანოს აზნაურები. 1747–1749 წწ. პაატა და დავით ციციშვილებმა ძამის ხეობაში აზნაურიშვილები ამოსწყვიტეს და იმ დავთარში მოხსენიებულია აზნაურიშვილი ჩინჩალაძე ერთი კომლი და აზნაურისშვილი ჩინჩალაძე სული ოთხი. გიორგი ჩინჩალაძე მოიხსენიება 1737–1757 წწ. საარქივო მასალებში.

 1924 წლის აჯანყებაში მონაწილეობა მიიღო ალექსანდრე ნიკოლოზის ძე ჩინჩალაძემ. 36 წლის წვრილი მესაკუთრე ყოფილი მასწავლებელი, სოციალ–დემოკრატი 1917 წლიდან. მონაწილეობა მიიღო იარაღით ხელში.  მიხეილ ომიანის ძე ჩინჩალაძე ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. ქუთაისში კონსტანტინე მკურნალის მიერ დაარსებული საშუალო სკოლის პედაგოგი.