ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I–მა დაიპყრო ჯავახეთი და მდ. მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ ირანის შაჰმა თამაზ I–მა 1553 წელს დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა. 1576–78 წწ. დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი. XVI–XVIII ს–ში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათოლიკოსები. მცხეთის ბოქაულთუხუცესები. ჯვრის მონასტრის წინამძღვრები დ სხვა, კახეთში – ბოდბელები. XVII ს. 30–იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.

ლევან ბერაია

 



ბოსტაშვილი

 „აზნაური ბოსტაშვილები არიან ძველად კალმუხთაგან დაშთომილნი. ლომის გამო გაიგვარეს ბოსტაშვილობა“. ლეკთა შთამომავალის ნუხის ხანი აჯიჩალაბის წინააღმდეგ ბრძოლისას ერეკლე მეფეს გასჭირვებია ალაზნიდან გამოსვლა. „მაშინ თავადმა ბებურიშვილმა პაპამ მოსწყვიტნა კაცნი იგი და განიყვანა მეფე მშვიდობით, ხოლო ...

აფაქიძე

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით ...

ანჩაბაძეთა გვარის ისტორია

 ანჩაბაძე (აფხაზურად აჩბა) აფხაზეთის უძველეს ფეოდალურ გვარად ითვლება. აფხაზური თქმულებები ერთხმად ამტკიცებენ, რომ აჩბები აფხაზეთს განაგებდნენ ჩაჩბებზე (შერვაშიძეებზე) ადრე. არსებობს ანდაზაც: „აჩბა უმჰიაკუა, ჩაჩბა უზჰიომ…”, ანუ ჯერ აჩბა თქვი და მერე ჩაჩბაო.
 როდის უნდა დაეკარგათ ანჩაბაძეებს ...

მაჭუტაძე

 გურიის სამთავროს ფეოდალური გვარებიდან ერთ–ერთი უძველესი მაჭუტაძეთა გვარია, ამ გვარის წარმომადგენელს გურიის დიდებულთა შორის ვხედავთ ჯერ კიდევ XV საუკუნის სასისხლო სიგელში.

 მაჭუტაძეთა გავლენა გურიის სამთავროში დიდად ძლიერდება XVI ს. ამ დროს იკავებს რამაზ მაჭუტაძე გურიელის კარზე უპირველეს ...

გარაყანიძე

 აზნაურული გვარი ქართლში. ქსნის ერისთავის აზნაურები. გარაყანიძე ცოტნე მოიხსენიება 1260–1267 წწ. საბუთში თამარ დედოფლისა გელათისადმი: „სახელთა... მე თამარ დედოფალმან სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანის ძისა, ყოველთა მეფეთ–მეფისა დავითის ცოლმან ... ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე ...

ლიონიძე

 კახეთის, ქართლისა და იმერეთის თავადაური გვარი. იოანე ბატონიშვილის ცნობით, ლეონიძეთა შორეული წინაპარი ლეკი ყოფილა, მეორე ცნობით „ლიონ თავადი იყო ძველად სომეხთა მეფეთა და ასწყდნენ გვარნი მათნი და რომელნიმე ესახლნენ კახეთთა შინა, გვარი ამათი ადრითვე და ესენიცა ამოწყდნენ“. ზ. ჭიჭინაძის ცნობით ...

ჯავახიშვილი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ვახუშტი „მთავართა გვართათვის“ წერს: „ხოლო გვარნი მთავართა მათ ძველთანი ესენი არიან: ...ჯავახიშვილი, ბერსელი და სხვანი მრავალნი, რომელნი ერისთობით იწერიან და გვარნი არ წარიწერებიან ცხადად საცნობლად“.

 „თავადი ჯავახიშვილი. ეს პირველ იყვნენ მოსახლე ...

ციციშვილი

 ციციშვილების სათავადოს წარმოქმნის შესახებ ორი საბუთი მოიპოვება, ერთი საბუთი კონსტანტინეს მიერ არის გაცემული 1467 წელს, ხოლო მეორე – ივანე ბატონიშვილის მიერ 1799 წ.

 იოანე ბაგრატიონი ციციშვილების შესახებ წერდა: „ამათნი წინაპარნი არიან ურიასტანიდან მოსულნი, ძველთაგანვე მდიდარნი კაცნი. ...

აგიაშვილი

 ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.

 XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ II–ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ...

ახვლედიანი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.

 იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.

 სამეგრელოს სამთავროს გაუქმების ...

ავალიშვილი

ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო.

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის ...

ჭავჭავაძეების გვარის ისტორია

ისტორიული ნარკვევი თავად ჭავჭავაძეთა საგვარეულოს შესახებ.

საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ წარჩინებულთა გვარს მიეკუთვნებიან თავადი ჭავჭავაძეები.

 ვახუშტი ბატონიშვილის ნაშრომში «აღწერა სამეფოსა საქართველოსა» თავად ჭავჭავაძეთა გვარის შესახებ აღნიშნულია: კახეთში «მთავართა შორის აწინდელთა ჟამთა ...