ENG  RUS

50000+ სხვადასხვა გენეალოგიური მონაცემები, ბიოგრაფიები, ფოტო...

 A | B | C | D | E | F | G | H | I | J | K | L | M | N | O | P | R | S | T | U | V | W | Y | Z

А | Б | В | Г | Д | Е | Ж | З | ИК | Л | М | Н | О | П | Р | С | Т | У | Ф | Х | Ц | Ч | Ш | ЩЭ | Ю | Я

გურიის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად. ორიგინალში ამ ენაზე შეადგინეს ეს სიები]

იმერეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850 წელს. ე.წ. "ბარხატნაია კნიგა" [რუსულად]

ქართლ-კახეთის თავად-აზნაურთა საოჯახო სიები შედგენილი 1850წ. "ბარხატნაია კნიგა" რუსულ ენაზე. სამივე წიგნი მოცემულია ისე როგორც შედგა 1850 წელს.

 ქავთარაძეები - აზნაურული გვარი საქართველოში. ქავთარაძეების გვარი ერთ–ერთ ძველ გვარად ითვლება საქართველოში. XII საუკუნის ძველ ქართულ ხელნაწერთა ძეგლის საუკეთესო ნიმუშში „სულთა მატიანეში“ მოხსენიებულია ქავთარაძეთა გვარი, როგორც მაჭახელას ხეობის ერთ–ერთი ძველი მკვიდრი გვარი.

 XII–XIII საუკუნეების ერთ–ერთ საბუთში, კერძოდ თედორე სტოდიელის „სწავლანში“ მოხსენიებულია ვინმე ბასილი ქავთარაძე, კერძოდ: „ქ. მოიხსენიე, უფალო, წინამძღვარი ბასილი ქავთარაძე ორსავე ცხოვრებასა შინა, ამინ, კირილეისონ“.

 აღსანიშნავია, რომ ქავთარაძეთა გვარი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება, ტახტის აზნაურის ტიტულს ატარებდნენ, სამეგრელოში, იმერეთში იყვნენ როგორც ტახტის აზნაურები ასევე წერეთლის, თავადის აზნაურებიც. ქართლში იყვნენ ამილახორის აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, არაგვის ერისთავის აზნაურები და ამასთანავე ტახტის აზნაურებიც. ალექსანდრე ამილახორის მიერ ჩამოთვლილ სათავადოთა ნუსხაში, როსტომ ქავთარაძე მოხსეგნიებულია როგორც მსხვილი მამულის მფლობელი და მოხსენიებულია თავადთა გვერდით.

 კორნელი ბორიზდინის ცნობით ბესარიონ დავითის–ძე ქავთარაძეს ეკავა სენაკის მაზრის, ხოლო შემდეგ შონაპნის მაზრის ბოქაულთუხუცესის თანამდებობა. რომელიც ბოლოს ძველ სენაკში გარდაიცვალა 80 წელს მიტანებული. მანამდე კი როგორც რუსულის მცოდნე კორნელი ბორიზდინის მდივანი და თარჯიმანი იყო. ქავთარაძე ბარბარე ალექსის ასული, გენერალ–ლეიტენანტის ასული, გარდაიცვალა 1892 წელს.

 ნადეჟდა ქავთარაძე გათხოვილი იყო მეშკოვზე (1858–1908).

 არსებობს სია საქართველოს თავად–აზნაურობისა, რომლებიც შეტანილია სანკტ–პეტერბურგში გამოცემულ „ხავერდოვან წიგნში“, რომელიც დამტკიცებულია 1850 წელს. სადაც ჩაწერილია ქავთარაძეთა გვარი, როგორც იმპერიის აზნაურული გვარი.

ლევან ბერაია



ავალიშვილი

ავალიშვილების ფეოდალური საგვარეულო.

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. დაწინაურდა XV–XVII სს. ძველი თორის მხარეში (ახლანდელი ბორჯომის ხეობა). აქ ჩამოყალიბდა ავალიშვილების სათავადო (საავალიშვილო). 1535–45 წწ. საავალიშვილო იმერეთის სამეფოში შედიოდა. 1545 წლიდან სამცხე საათაბაგოში. XVI ს-ის ...

ჯაყელი

 ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. XIII საუკუნის ბოლოდან სამცხე–სათაბაგოს მთავრები.

 „XIII–XIV სს. ჯაყელები, როგორც წარჩინებული ფეოდალები, სამცხის მთავრები არიან. გვარის სახელწოდება წარმოსგება ჯაყისწყლის ხეობაში მდებარე ჯაყის ციხიდან, ჯაყელების საგვარეულოს ფუძემდებელი ჩანს ბეშქენი. ...

მუსხელიშვილი

 ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი ...

ნაგლაძე

 აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „...ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა [რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც ...

საყვარელიძე

 აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი ...

გაბუნია

 აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.

 1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. ...

ბებუთაშვილი

 XVIII–XIX სს. საქართველოს თავადური გვარი. ქართლში XVI ს–ში მოვიდნენ სომხეთიდან. XVIII ს. მსხვილი ვაჭრები გახდნენ. XVIII ს. შუა წლებში თეიმურაზ II–მ აზნაურობა უბოძა. 80–იან წლებში ერეკლე II–მ თავადობა. მემკვიდრეობით ფლობდნენ თბილისის მელქ–მამასახლისისა და ნაცვლის სახელოს. ამ გვარის ყველაზე ...

ანანიაშვილი

 აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.

 1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ ...

მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი

 მთავრობის მეთაური და პირველი მინისტრი, მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი, ვაზირთა შორის მეფის უახლოესი მრჩეველი, თანაშემწე და მოადგილე იყო. იგი მეფის „მამად“  მოიხსენიებოდა. მას ხელი მიუწვდებოდა სახელმწიფოს ყველა უწყებასა და დაწესებულებაზე. მწიგნობართუხუცეს–ჭყონდიდელი ერთსა და იმავე დროს მეფის ...

ჩოლოყაშვილი

 ჩოლოყაშვილები - ფეოდალური საგვარეულო კახეთში. უწარჩინებულესი თავადები ერთ–ერთ წარჩინებულ გვართაგანი ძველ საქართველოში. კახეთის ფეოდალთა შტო. „ხოლო კახეთის ჩოლოყაშვილი და მაყასშვილი იტყვიან ირუფაქიძეობასა“.

 ჩოლოყაშვილები კახეთის  მეფის კარზე ფლობდნენ სახლთუხუცესის თანამდებობას, ამ ...

ფურცელაძე

 ფურცელაძეები - აზნაურული გვარი იმერეთში, ქართლში და კახეთში. ამათნი გვარნი პირველ იწოდებოდენ ფარაძედ იმერეთისა აზნაურად. ამათნი გვარნი სჩანან დროსა მეფისა გიორგისასა წელსა 1703–სა და სხვათაცა მეფეთა დროსა. ესენი მოვიდნენ იმერეთიდგან და დაეშნენ სახასოსა ადგილსა ლეონ მეფის ძის ...

გუგუშვილი

 გუგუშვილი - აზნაურული გვარი ოდიშში. ტახტის აზნაურები. ცნობილია XVI–XVII საუკუნეების დადიანების ელჩი გიორგი გუგუშვილი, რომელმაც იმოგზაურა რუსეთში. გუგუშვილებში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად გუგუშვილები ყოფილან გოშუების ერთ–ერთი განშტოება.

 გუგუშვილები შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის ...