აფხაზი ანტონ ნიკოლოზის ძე
- ანტონ ნიკოლოზის ძე
- აფხაზი
- 1832 წლის აჯანყების მონაწილე
- პოდპორუჩიკი
-
ანტონ ნიკოლოზის ძე აფხაზი (1806–1837). პოდპორუჩიკი. 1832 წ. შეთქმულების მონაწილე. ძმა გენერალ ივანე აფხაზისა და შტაბსკაპიტან გიორგი, ეგორ (იგივე შანშე) აფხაზისა.
დაიბადა 1806 წ. (1833 წლის თებერვალში მან უჩვენა შეთქმულების საგამოძიებლო კომისიას, რომ იგი 27 წლისაა). მამა მისი ნიკოლოზი ერეკლეს დროის ცნობილი მხატვარია, დედა – სოფიო ნიკოლოზ გურამიშვილის ასული იყო მეფე გიორგი XII-ის ნათლული.
1832 წ.შეთქმულების გამომჟღავნებამდე ანტონი მსახურობს პოდპორუჩიკად. იგი ახლო ნაცნობია სოლომონ დოდაშვილისა. „ანტონ აფხაზზე ახლო ნაცნობი მე არა მყოლია“ - უჩვენებს დოდაშვილი. ანტონი იყო სოლომონის ერთ–ერთი მეჯვარე.
ანტონ აფხაზი არ ყოფილა შეთქმულების მაინცდამაინც აქტიური მონაწილე. როგორც შეთქმულების საგამომძიებლო მასალებიდან ჩანს, ანტონი ყაზარმელთა წრეში ოთხჯერ თუ მოხვდა.
როგორც ცნობილია, იასე ფალავანდიშვილმა შეთქმულები დაასმინა ვოლხოვსკისთან. მთავარმართებელი როზენი როდესაც გაეცნო ვოლხოვსკის ინფორმაცის, უნდობლად შეხვდა ამ ამბავს. იასეს დანასმენის შესამოწმებლად როზენმა გამოსაკითხად დაიბარა ანტონ აფხაზი. ანტონმა პირველსავე გამოკითხვისას (1832 წ. 10 იანვარს) უჩვენა: ერთხელ ვახშამზე სოლომონ დოდაშვილის ბინაზე ალექსანდრე ორბელიანმა მოითხოვაო დამსწრეთაგან ფიცის დადება. ეს დადასტურება იყო იესეს დანასმენისა და ანტონის ჩვენებას მოჰყვა სხვათა დაპატიმრება. თვით ანტონი დააპატიმრეს 11 იანვარს.
საგამოძიებლო კომისიამ ის მიაკუთვნა დამნაშავეთა მეექვსე კატეგორიას. ამ კატეგორიაში შედიოდნენ ის „პირნი, რომელთაც იცოდნენ შეთქმულების ამბავი და შეიძლება ეჭვმიტანილ იქნან იმაში, რომ ისინი ეთანხმებიან შეთქმულებას“.
ანტონ აფხაზი პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1833 წლის 7 სექტემბერს და გაგზავნეს სამსახურში კავკასიის ხაზზე. აქ ის მსახურობს ქვეითა პოლკში პოდპორუჩიკად. 1836 წ. 4 სექტემბერს გაათავისუფლეს სამსახურიდან ავადმყოფობის გამო. ამის შემდეგ ის დასახლდა თბილისში. მასზე დაწესებული იყო ფარული მეთვალყურეობა. გარდაიცვალა 1837 წელს.
- თავადი (კახეთი)
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი.
-
თარხან-მოურავი იოსებ ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ესტატეს ძე
- გვარი
- თარხან-მოურავი
- სხვა სახელი, გვარი
- (იოსია თარხან-მოურავი, იოსებ თარხნიშვილი)
ბაგრატიონი იოანე გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- იოანე ბატონიშვილი
-
იოანე ბატონიშვილი (1768 – 1830). გიორგი XII-ის შვილი. 1832 წელს ს.დოდაშვილს უპოვეს იოანე ბატონიშვილის ლექსი...
მამაცაშვილი იოსებ ქრისტეფორეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოსებ ქრისტეფორეს ძე
- გვარი
- მამაცაშვილი
- ცხოვრობდა
- სამოქალაქო ჩინი
- დეისტვიტელნი სტატსკი სოვეტნიკი (ნამდვილი სამოქალაქო მრჩეველი)
მამაცაშვილი-ჯავახიშვილი მარიამ იოსების ას.
- სახელი, მამის სახელი:
- მარიამ იოსების ას.
- გვარი
- მამაცაშვილი
- ცხოვრობდა
- რუისი - ხოვლე
ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ოქროპირ გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სამხედრო ჩინი
- პორუჩიკი
-
ოქროპირი წყნარი და მორიდებული ზნისაა, საზოგადოებას ერიდება, ხვდება მხოლოდ ნათესავებს და თანამემამულეებს...
ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი - ქუთაისი - ოდესა
ბაგრატიონ-გრუზინსკი იოანე გრიგოლის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- იოანე გრიგოლის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
- სხვა სახელი, გვარი
- ბონ-ვივან; "ცარ-ივან"
-
ინგლისური კლუბის წევრი, მხიარული და გართობის მოყვარული. მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი ბონ–ვივანი...
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- ფაქტი, მოვლენა
- 1832 წლის აჯანყების მონაწილე
- სამხედრო ჩინი
- პრაპორშჩიკი
ყიფიანი ლევან დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან დავითის ძე
- გვარი
- ყიფიანი
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
ჩოლოყაშვილი ილია ზაალის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ილია ზაალის ძე
- გვარი
- ჩოლოყაშვილი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-მაიორი
- მონაწილეობდა ომებში
- ორდენი, ჯილდო
