ჯორჯაძე დავით ივანეს ძე
- დავით ივანეს ძე
- ჯორჯაძე
- 1810 - 1866 წლის შემდეგ
-
დავით ივანეს ძე ჯორჯაძე - სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში. 1825 წელს გაგზავნეს სასწავლებლად პეტერბურგის მეორე კადეტთა კორპუსში. დავით ჯორჯაძემ პეტერბურგში იცხოვრა 1825 - 1830 წლებში. ბინა ჰქონდა ლუარსაბ და დიმიტრი ბატონიშვილებთან. უქმე დღეებს მათთან ატარებდა. იყო მოწმე საუბრებისა, რომელთაც წამოიწყებდა ხოლმე თავისუფლებაზე დიმიტრი ბატონიშვილი. ამ საუბრებს ესწრებოდნენ ლუარსაბ, ალექსანდრე და ივანე ჩოლოყაშვილები, სოლომონ რაზმაძე, ელიზბარ, დიმიტრი და ზაქარია ერისთავები, დიმიტრი და ვახტანგ ორბელიანები, იარალი შანშიევი, ესტატე ჯავახიშვილი. დიმიტრი და ლუარსაბ ბატონიშვილებთან აგრეთვე ბინა ჰქონდა მამაცაშვილს.
1830 წ. 24 დეკემბერს დ. ჯორჯაძე პეტერბურგიდან გამოემგზავრა და საქართველოს მოაღწია 1831 წლის 3 თებერვალს. საქართველოში სამსახური დაიწყო "უჩებნი" ბატალიონში პრაპორშჩიკად.
ცოლად შეირთო ლუარსაბ ქსნის ერისთავის ას. მარიამი. 1831 წელს ცხოვრობდა ალ. ორბელიანის სახლში. ზუსტად მან შეიყვანა დ.ჯორჯაძე შეთქმულების კურსში. თავის ცოლის ძმასთან - ლევან ერისთავთან საუბრისას გამოსთქვავდა აზრს, რომ ჯანყის მოხდენა შესაძლებელი და აუცილებელიაო. მას როგორც "უჩებნი" ბატალიონში მომსახურეს, შეთქმულნი ავალებდნენ ბატალიონის მოსყიდვას. დ. ჯორჯაძე ლევან ერისთავს ეუბნებოდა: "მე მაგათ ჯარში ნამყოფი ვარ, მე უფრო ვიცი, თუ მალე მოვახდენთ აღრეულობას ჩვენ ვაჯობებთო".
დ. ჯორჯაძე დააპატიმრეს 1832 წლის დეკემბერში. საგამომძიებლო კომისიამ იგი სცნო VI კატეგორიის დამნაშავედ და გაგზავნა კავკასიის ხაზზე მე-5 ქვეითთა პოლკში სამსახუროდ, მასზე მეთვალყურეობის დაწესებით.
დიმიტრი ყიფიანის ჩვენებით "პრაპორშჩიკი ჯორჯაძე მხიარული ხასიათისაა".
1860-იან წლებში დ. ჯორჯაძე გამოჩნდა ქართულ პრესაში. "გუთნის დედის" 1866 წ. ნომერში ის ბეჭდავს ნათარგმნ წერილს. იმავე წლის "ცისკრის" მე-12 ნომერში კი იუმორისტულ მოთხრობას: "მეგობრული ჩვენი სახლის ძველძულიანობა (ფანცი-ფუნცი)"
- თავადი (კახეთი)
- David Ivanovich Jorjadze - nobility.pro - გენეალოგია
-
ერისთავი გიორგი რევაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი რევაზის ძე
- გვარი
- ქსნის-ერისთავი
-
გიორგი რევაზის (რომანის, რომანოზის) ძე ერისთავი (1812-1891) ზედმეტსახელად უწოდებდნენ "ატამანს" - სამხედრო (კავალერიის გენერალი) და საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი, ერეკლე II-ის შვილიშვილი (ანასტასია ...
- ფოტო
-
ჩერქეზიშვილი ფირან
- სახელი, მამის სახელი:
- ფირან
- მამის სახელი
- უცნობია
- გვარი
- ჩერქეზიშვილი
-
ფირან ჩერქეზიშვილი (? - 1804) - სავარაუდოდ ქართლელი აზნაური სოფელი კულბითიდან. იულონ ბატონიშვილის ბოქაულთუხუცესი. 1795 წელს აღა-მაჰმად-ხანის შემოსევისას გადაარჩინა თბილისის სიონის ...
ორბელიანი ზაალ დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ დიმიტრის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანი (1738–1808). ასპინძის ომის მონაწილე. 1770 წ. ერეკლე II-მ გაგზავნა ის ეკატერინე მეორესთან. მას უნდა ეუწყებინა დედოფლისათვის ასპინძასთან ომში გამარჯვება, გადაეცა ზოგი ...
პოპოვა პრასკოვია პეტრეს ას.
- სახელი, მამის სახელი:
- პრასკოვია პეტრეს ას.
- გვარი
- პოპოვა
-
პრასკოვია პეტრეს ას. პოპოვა (Попова Прасковья Петровна). - ჭილაშვილი იაგორ (გიორგის) მეუღლე, დიმიტრი ყიფიანის სიდედრი). ჯვარი დაიწერეს 23 აპრილს 1813 წელს. პრასკოვია პეტროვნამ ისწავლა ქართული ...
ჭილაშვილი ბორის გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბორის (ბაბანა, ბეჟან) გაბრიელის ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ბორის ჭილაევი; ბორის ჩილაევი
-
ბორის (ბაბანა) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1798-1850). კავკასიის ომების მონაწილე, 1839 წელს თბილისის პოლიცმაისტერი. გარდაცვალებისას იყო ჭარ-ბელაქანის სამხედრო ოლქის და ლეკეთის საკორდონო ხაზის ...
არღუთინსკი-დოლგორუკი მოსე ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მოსე ზაქარიას ძე
- გვარი
- არღუთინსკი
- სხვა სახელი, გვარი
- მოსე არღუთაშვილი; მოსე მხარგრძელი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1797 - 1855
-
მოსე ზაქარიას ძე არღუთინსკი–დოლგორუკოვი (1797–1855). რუსეთის მეფის ერთგული გენერალი, ქართველ თავადთაგანი. პირველდაწყებითი სწავლა მიიღო თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, საიდანაც 19 წლისა, ...
თუმანიშვილი ისააკ შიოშის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ისააკ შიოშის ძე
- გვარი
- თუმანიშვილი
-
ისააკ შიოშის ძე თუმანიშვილი (1804 - ?). გენერალ-ლეინტენატი, საზოგადო მოღვაწე. მონაწილეობდა თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის დაარსებაში, იყო წევრი "რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული ...
ლორის-მელიქიშვილი მიხეილ ტარიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ ტარიელის ძე
- გვარი
- ლორის-მელიქიშვილი
-
მიხეილ ტარიელის ძე ლორის-მელიქიშვილი (ლორის-მელიქოვი) (1825 - 1888) - გენერალ-ადიუტანტი, რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, 1880-1881 წლებში რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი და ჟანდარმერიის ფაქტობრივი ...
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
-
სავანელი (ბაქრაძე) გიორგი ივანეს ძე. მოზდოკიდან გადმოსახლებული დუშეთს. თავისი ნამდვილი გვარი შეინარჩუნა, არ დაუკარგავს დავით ხმალაძესავით, რომლის გვარი მის ჩამომავლებს „მოზდოკელად“ გადაუკეთდათ. ...
ანდრონიკაშვილი აბელ თამაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- აბელ თამაზის ძე
- გვარი
- ანდრონიკაშვილი
-
აბელ თამაზის ძე ანდრონიკაშვილი (1764-1835) - მიმბაში (ათასისთავი, ათასეულის უფროსი) მეფე გიორგი მეთორმეტის დროს. აღმშენებელი ქოდალოს გუმბათოვანი ეკლესიის და თბილისის ქაშვეთის ეკლესიის "პლანისა". ...