გვერდწითელი
-
აზნაურული გვარი ქართლში. ციციშვილების აზნაურები. 1749 წლით დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში გვერდწითელი გიორგი მოხსენიებულია, როგორც ციციშვილების სახლთუხუცესი. იმავე საბუთში ვკითხულოთ: „...დავითმა გვერდწითელს სახლთუხუცესს შვილი მოუნათლა, პაატამ ამირან გვერდწითელს მოუნათლა შვილი“. იმ ნათლობით და ამ შერიგებითა მამატყუილეს, სახლთუხუცესი ნიკოლოზ ხოსია გულბადაშვილი გაგზავნეს იმერეთს და კიკნაძეები მოიყვანეს, მამის ციხეს უღალატეს. გვერდწითელი გიორგი სახლთუხუცესი, თავიანთი ნათლიმამა მოკლეს, ნათლიდედა, სახლთუხუცესის ჯალაბი, ჯაჯით მოკლეს – საქონელი გამოაჩინეო, თავის ნათლული ციხიდან გადააგდეს და ნადირ–ფრინველმა შეჭამა“.
შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.
ლევან ბერაია
-
ქვაბისხევი (ბორჯომი)
-
ქვაბისხევი
კალატოზიშვილი
-
აზნაურული გვარი კახეთში. ამათნი გვარნი რომელნიმე ატყვიან კავკასიის შთამომავლობათაგან, გარნა ცნობილ არიან დავით მეფის დროსა 1469 წელს და ვინაიდგან ამათ წინაპართა იცოდნენ არქიტექტურობა და კალატოზობა, ამის გამო გაუვარდათ კალატოზობა გვარად და არიან აწ მოსახლედ ქართლში რაოდენმე სახლად მდაბალ აზნაურებად ...
შარაშიძე
-
აზნაური შარაშიძეები. - „ჩვენი წინაპრები აფხაზები ყოფილან, რომლებიც წინად შერვაშიძის გვარს ატარებდნენ და ერთ–ერთ შერვაშიძეს ძველ დროში კაცი შემოკვდომია, რის გამოც ის იძულებული ყოფილა, გამოქცეულიყო აფხაზეთიდან. მას სოხუმში გაუცვნია ვიღაცა დოლიძე, რომლის რჩევითაც ის წამოსულა გურიაში და სოფელ დვაბზუში ...
საგინაშვილი
-
„თავადი საგინაშვილი. ამათნი შთამომავლობანი არიან სპარსთა მთავრის, საგად წოდებულისა, რომელიცა საგ მთავარი დაადგინა სალილ არაბმან, ამირად წოდებულმან. ესე საგ დაადგინა ტფლისსა შინა გამგედ წელსა ქრისტეს აქეთ 787–სა დროსა აშოტ მეფისასა და მერე ამა საგისა დაშთომილნი შთამომავლობანი იწოდნენ საგინაშვილებად ...
ანანიაშვილი
-
აზნაურული გვარი ქართლში. სამეფო აზნაურები. 1673 წლით დათარიღებულ საბუთში იესე ანანიაშვილი დასახელებულია მოწმედ.
1761 წლის 23 აგვისტოთ დათარიღებულ ერთ–ერთ საბუთში ვკითხულობთ: „...დღეს ჩვენ ქვრივ–ოხერნი და ნაილაჯი გავმხდარვართ და ამ ჩემს კაცს ერთი ლუკმა პური აქუს, მე რომე მოვლა აღარ შემიძლია, ...
ბაგრატიშვილი
-
აზნაურები ქართლში. „1739 წ. სექტემბრის „დამდეგს“ მოიხსენიება კიკულა ბაჯვაძის მიერ თავის ბატონ გიორგი ბაგრატიშვილის სახელზე გაცემულ თავნასყიდობის წიგნში. ყაფლანიშვილების მემამულე და აზნაური ზურაბ ბაგრატაშვილი 1721 წ. ცხოვრობდა და ყმები ჰყავდა ქციაში. ბაგრატაშვილებს მამულები და ყმები ჰყავდათ აგრეთვე ...
გაბუნია
-
აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.
1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ...
წერეთელი
-
თავადი წერეთლები.
წერეთლების თავდაპირველი საცხოვრისი, როგორც წყაროებიდან ჩანს იმერეთში არ ყოფილა. აქ ისინი სხვა კუთხიდან მოსულან. ეს კუთხე ზემო ქართლი იყო. აქ ამ საგვარეულოს უძველესი სამკვიდრებელი იყო იმ ადგილს, სადაც „გორის სამხრეთით, თრიალეთის მთის ჩრდილო მხრიდან მიემართება ქედი, რომელიც ახლაც ...
ათაბაგი
-
საქართველოში ათაბაგი ერთ–ერთი უპირველესი ვაზირი იყო, რომლის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას ტახტის მემკვიდრის აღზრდა წარმოადგენდა. ათაბაგობის დამკვიდრება საქართველოში, მსხვილი ფეოდალების განდიდების ტენდენციის ზრდის შედეგად მოხდა. თავისი პატივით, თავიდან, იგი ვაზირთა შორის მეორეა ...
მაჭავარიანი
-
აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო ...
გველესიანი
-
გველესიანი - სვანური წარმომავლობის გვარი, რომელმაც მიგრაცია განიცადა მთელს საქართველოში, გვხვდებიან როგორც სვანეთში, ასევე ლეჩხუმში, იმერეთში, კახეთში.
იმერელ გველესიანების ნაწილი გლეხთა კატეგორიას განეკუთვნებოდა, ნაწილი სათავადო აზნაურები იყვნენ. კახეთში გველესიანები ფლობდნენ კახეთის სამეფო ...
-