აბაშიძე იოანე ზაალის ძე
- იოანე ზაალის ძე
- აბაშიძე
- ქეშიკჩიბაში
- კრწანისის ბრძოლა
-
აბაშიძე იოანე ზაალის ძე. ქეშიკჩიბაში ერეკლე II-სი. ერეკლე II-ის ცოლის ძმა. „მეფემან ირაკლი მეორემან აბაშიძისა ზაალის ასული ანნა მოითხოვა რა ცოლად, მაშინ გარდმოიყვანა სიმამრიცა თავისი ზაალ და ცოლისძმანნი თვისნივე ძენი ზაალისანი იოანე და სვიმონ და მოუბოძა კახეთის მამულნი და ყმანი ამოწყვეტილის ენდრონიკაშვილის ჯანოს შვილისანი“ (დავით ციციშვილი, „შემოკლებითი მოთხრობა საქართულოს თავადთა და ანზნაურთა“,
1769 წ. 9. III-ის საბუთით ერეკლე II-მ უბოძა ხეფინისხევი ზაალ აბაშიძეს და მის შვილებს– იოანეს და სვიმონს
1774 წ. საბუთით ერეკლე II უბოძებს იოანე ქეშიკთუხუცესს ანდრონიკაშვილის ნაქონ მამულს.
1776 წ. 18 მაისის საბუთით იოანე აბაშიძეს მამულები აქვს ნეკრესის სამწყსოში.
ანდრონიკაანთ მამულის იოანე აბაშიძისათვის მიცემის შესახებ დაბეჭდილია „მასალებში საქ. ეკ. ისტ“. III. N175 .
1784 წ. 22 მარტს ქეშიკჩიკბაში იოანე (ამოვარდნილი ჯანო ანდრონიკაშვილის მემკვიდრე), ზაალ ანდრონიკაშვილი (ზურაბიშვილთა წარმომადგენელი) და ერისტაშვილები მამულს იყოფენ. ერეკლე ამტკიცებს ამ გაყოფის წიგნს 1784 წ. 24 მარტს (ხელნაწერთა აღწერილობა),
ანდრონიკაშვილთა ჩამომავალი–ზურაბიშვილი 1864 წ. სექტემბერში მიართმევს თხოვნას ალექსანდრე I-ს. იგი ითხოვს რომ ამოვარდნილი ჯანო ანდრონიკაშვილის მამული (სამკვდრო ყმა–მამული 80 კომლამდე, რომელიც ერეკლე II-მ იოანე აბაშიძეს უბოძა) დაუბრუნდეს ჯანო ანდრონიკასვილის ძმების ჩამომავლებს.
მღ. პ. ვარძელაშვილს „ივერიის“ 1890 წ. 1 ნოემბერის N 232- ში. დაბეჭდილი აქვს „ისტორიული მასალა მეფე ირაკლის ცხოვრებისა“ რომელშიაც ის ახსენებს აბაშიძეების საბუთებს.
„ირაკლის საკუთარი ხელით დაწერილი და ბეჭედ სმულნი. სწერს იოანე აბაშიძეს ქეშიკჩიბაშს, რომის მემკვიდრენი დღეს ცხოვრობენ სოფ. ვეჯინსა და გურჯაანში. 21 წერილი“.
იოანე აბაშიძეს ახსენებს ნ. ბარათაშვილი ლექსში „ბედი ქართლისა“. თამაზ ენისელთ მოურავის ძე და იოანე კახთ აბაშიძე, განუმტკიცებენ მკლავთა ქართველთა“.
თეიმურაზ ბატონიშვილი ამბობს, რომ „1795 წელს დაიღუპა თ. ივანე აბაშიძე“. მაგრამ ქეშიკჩიბაში იოანე 1795 წ. მხოლოდ დაიჭრა. „აბაშიძე იოანეს, ცოლისძმას მეფისას, მოსწყვიტეს თითნი ლეკთა მათ ხმლითა“
ი.აბაშიძე ცოცხალია 1799წ. ამ წლის 12 მაისს მას წერილს სწერს გიორგი XII (ბიძა ჩვენს ქეშიკჩიბაშ ბორჩალოს მოურავს–აბაშიძეს იოანეს).
- თავადი
- მაქსიმე ბერძნიშვილი - მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის II ტომი
-
ჯანდიერი ედიშერ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ედიშერ ივანეს ძე
- გვარი
- ჯანდიერი
- ფაქტი, მოვლენა
- 1812 წლის აჯანყების მონაწილე
- ცხოვრობდა
- პერმი
ყიფიანი ლევან დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან დავითის ძე
- გვარი
- ყიფიანი
- ცხოვრობდა
- თბილისი - სანქტ-პეტერბურგი
ქოჩაკიძე გიორგი მაქსიმეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი მაქსიმეს ძე
- გვარი
- ქოჩაკიძე
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ჭალადიდელი
- ცხოვრობდა
- ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - მინსკი
- სამხედრო ჩინი
- პოლკოვნიკი
წერეთელი სიმონ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სიმონ გიორგის ძე
- გვარი
- წერეთელი
- ცხოვრობდა
- საქართველო - ქუთაისი
- თანამდებობა, სახელო
- ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი
-
თავადაზნაურობის მარშალი სიმონ წერეთელი
სავანელი გიორგი ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გიორგი ივანეს ძე
- გვარი
- სავანელი
- სხვა სახელი, გვარი
- გიორგი ივანეს ძე ბაქრაძე
ციციშვილი მიხეილ დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- მიხეილ დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1820 - 1895
ლორთქიფანიძე ირაკლი (ერეკლე) იოსების ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ირაკლი იოსების ძე
- გვარი
- ლორთქიფანიძე
- ცხოვრობდა
- ქუთაისი - დიხაშხო
- სამხედრო ჩინი
- მაიორი
მაღალაშვილი ლევან ლუარსაბის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ლევან ლუარსაბის ძე
- გვარი
- მაღალაშვილი
- დაბადების ადგილი
- თბილისი
- სამხედრო ჩინი
- გენერალ-ლეიტენანტი
- მონაწილეობდა ომებში
- ორდენი, ჯილდო
- წმ. გიორგის (ხარისხი უცნობია)
-
გენერალი ლევან მაღალოვი (მაღალაშვილი)
ჯავახიშვილი ესტატე თეიმურაზის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ესტატე თეიმურაზის ძე
- გვარი
- ჯავახიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1772 - 1833
- ფაქტი, მოვლენა
- 1832 წლის აჯანყების მონაწილე
- სამხედრო ჩინი
- პორუჩიკი
-
საქართველო რომ განთავისუფლდეს და ხელმწიფემ მე ჩამაბაროს ბატონიშვილების საქართველოში წაყვანა, მე მათ კავკავამდე მოვიყვანდი და იქ ყველას თერგში გადავყრიდიო...
-
თავად ჯავახიშვილების გერბი
რჩეულიშვილი გრიგოლ ივანეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ივანეს ძე
- გვარი
- რჩეულიშვილი
აბაშიძე ივანე ქაიხოსროს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ივანე ქაიხოსროს ძე
- გვარი
- აბაშიძე
- დაბ.-გარდ. თარიღები
- ? - 1822
- ფაქტი, მოვლენა
- 1820 წლის იმერეთის აჯანყება
დადიანი გრიგოლ ლევანის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- გრიგოლ ლევანის ძე
- გვარი
- დადიანი
- ცხოვრობდა
- ქუთაისი - სანქტ-პეტერბურგი - სურმუში (ლეჩხუმი)
- სამხედრო ჩინი
- ინფანტერიის გენერალი
- მონაწილეობდა ომებში
-
პოეტი კოლხიდელი