დეტალურად
გიორგი აბაშიძე. იმერეთის სარდლის ქაიხოსრო პაპუნას ძე წერეთლის სიმამრი. იმერლებს უბიძგებდა რუსეთის ერთგულებისაკენ. ციციანოვის წარდგინებით ებოძა პოლკოვნიკობა და 700 მ. პენსია წელიწადში. მალე ამის შემდეგ გარდაიცვალა, დარჩა ქვრივი 8 ქალით და 3 ვაჟით.
1810 წ. აპრილს მისი ქვრივი (ანა ამილახორის ასული) სთხოვს ტორმასოვს დახმარებას, იგი აცხადებს, რომ გაათხოვა 7 ასული და სიღარიბეში ჩავარდა.
აბაშიძე გიორგის ხელით იულიონ ბატონიშვილმა გაუგზავნა წერილი ციციანოვს. ციციანოვი იხმარდა მას იმერეთის საქმეებში. („აქტები“, II, 165 ).