ორბელიანი გუქა დიმიტრის ას.
- გულქან დიმიტრის ას.
- ორბელიანი
- გუქა ორბელიანი; გუქა ნათალიშვილი
-
გუქა დიმიტრის ასული ნათალიშვილი. დიმიტრი ორბელიანის ასული და აზნ. გორჯასპი ნათალიშვილის - ფარეშთუხუცესის გივი ნათალიშვლის ვაჟის - მეუღლე (პუპლიას მამიდა).
ალექსანდრე ჭავჭავაძე უჩვენებს: როცა ალექსანდრე ბატონიშვილი 1812 წელს კახეთში იყო, მან სიგელით უწყალობა სოფელი ნაფარეული თავის ფავორიტს - გორჯასპი ნათალოვს. რომელიც შემდეგ მოკვდა. ნაფარეული კი ჩემი მთავარი სოფელი იყოო.
გუქას მეუღლე გორჯასპი კახეთის 1812 წ. აჯანყების დროს ალექსანდრე ბატონიშვილის მითითებების შემსრულებელია. გუქა, როგორც აჯანყების მონაწილე, სამართალში მისცეს. სასამართლოს სხდომა 1812 წლის 20 ნოემბერს დაიწყო. ამ სასამართლომ დამნაშავედ ცნობილ გუქა ნათალიშვილს გადაუწყვიტა კურსკის გუბერნიის მონასტერში გადასახლება.
1816 წ. 8 მაისს გამოიცა ალექსანდრე 1-ის ბრძანება, რომლითაც 1812 წლის აჯანყების მონაწილეთ, გარდა მონაწილე ქალებისა (ასეთი იყო 2, დები: ეკატერინე ჩოლოყაშვილი და გუქა ნათალიშვილი), სასჯელი შეუმსუბუქდათ. გუქა კურსკის გუბერნიის ბელოგოროდის დედათა მონასტერშია 1813 წლის თებერვლიდან. 1820 წელს გამოიცა ბრძანება მისთვის დანაშაულის პატიების შესახებ და საქართველოში დაბრუნების ნება მიეცა. გუქას სიღარიბის გათვალისწინებით მთავრობამ გამოჰყო თანხა სახარჯოდ მის საქართველოში დასაბრუნებლად, მაგრამ გუქამ უარი განაცხადა ამ თანხის აღებაზე და მონასტრიდან გამოემგზავრა კერძო პირთა დახმარებით.
-
ორბელიანი ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ნიკოლოზ ვახტანგის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ნიკოლოზ ვახტანგის ძე ორბელიანი (1845 - 1925) - იურისტი, საზოგადო მოღვაწე. სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, მაგრამ 1868 - 1869 წლებში სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის ჯერ დააპატიმრეს, ...
ჭილაშვილი ბორის გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ბორის (ბაბანა, ბეჟან) გაბრიელის ძე
- გვარი
- ჭილაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- ბორის ჭილაევი; ბორის ჩილაევი
-
ბორის (ბაბანა) გაბრიელის (გლახას) ძე ჭილაშვილი (1798-1850). კავკასიის ომების მონაწილე, 1839 წელს თბილისის პოლიცმაისტერი. გარდაცვალებისას იყო ჭარ-ბელაქანის სამხედრო ოლქის და ლეკეთის საკორდონო ხაზის ...
მაჩაბელი ვასილ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ვასილ გიორგის ძე
- გვარი
- მაჩაბელი
-
ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (1845 - 1918) იურისტი, ნაფიცი ვექილი. ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა; დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში, დამთავრებული ქონდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი, ...
- ფოტო
-
შვილი - ილია მაჩაბელი
ბაგრატიონ-დავითაშვილი სოლომონ შანშეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ შანშეს ძე
- გვარი
- ბაგრატიონ-დავითაშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- სოლომონ ბაგრატიონ-დავითიშვილი
-
სოლომონ შანშეს ძე ბაგრატიონ–დავითაშვილი. ამათი ოჯახი ცხოვრობდა ს. ხელთუბანს. 1804 წ. მეფის მთავრობამ 30 ქართველი შეიპყრო და ჩასვა ნარიყალას ციხეში, ამათ შორის იყო „სოლომონ, შანშე ამილახვრის ძე, ...
ყარალაშვილი სოლომონ გაბრიელის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- სოლომონ გაბრიელის ძე
- გვარი
- ყარალაშვილი
-
სოლომონ გაბრიელის (გიგლოს, გიორგის) ძე ყარალაშვილი (1870-1924) - დამთავრებული ქონდა ჩუგუევსკის იუნკერთა სასწავლებელი. 1900-1901 წლებში მონაწილეობდა ლაშქრობაში ჩინეთის ...
ადლერბერგი ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ალექსანდრე ვლადიმერის ძე
- გვარი
- ადლერბერგი
-
ალექსანდრე ვლადიმერის ძე ადლერბერგი (1818-1888) - ნიკო დადიან-მინგრელსკის სიმამრი. იმპერატორ ალექსანდრე II-ის უახლოესი მეგობარი და მრჩეველი. თითქმის ყველა მოგზაურობისას თან ახლდა რუსეთის მონარქს. იყო ...
ორბელიანი ზაალ დიმიტრის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაალ დიმიტრის ძე
- გვარი
- ორბელიანი
-
ზაალ დიმიტრის ძე ორბელიანი (1738–1808). ასპინძის ომის მონაწილე. 1770 წ. ერეკლე II-მ გაგზავნა ის ეკატერინე მეორესთან. მას უნდა ეუწყებინა დედოფლისათვის ასპინძასთან ომში გამარჯვება, გადაეცა ზოგი ...
ციციშვილი ზაქარია დავითის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ზაქარია დავითის ძე
- გვარი
- ციციშვილი
-
ზაქარია დავითის ძე ციციშვილი (1805 - ?) - 1832 წლის შეთქმულების საგამომძიებლო კომისიას უჩვენა, რომ ის 27 წლისაა. პუპლია ორბელიანის ჩვენებით, როცა შეთქმულებმა თითოეულ თავადს შეაწერეს გარკვეული ...
ბაგრატიონ-გრუზინსკი ოქროპირ გიორგის ძე
- სახელი, მამის სახელი:
- ოქროპირ გიორგის ძე
- გვარი
- ბაგრატიონი
-
ოქროპირ ბატონიშვილი (1794–1857). გიორგი XII - ისა და მარიამ ციციშვილის ვაჟი. ეპიტაფიის მიხედვით დაიბადა 1795 წ. 24 ივნისს, საკუთარი ჩვენების თანახმად კი 1794 წელს თელავში.
1803 წ. 19 აპრილს, ...
- ფოტო
-
ოქროპირ ბატონიშვილი
მელიქიშვილი დავით ზაქარიას ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ზაქარიას ძე
- გვარი
- მელიქიშვილი
- დაბ.-გარდ. თარიღები
- 1856 - 1909
-
დავით ზაქარიას-ძე მელიქიშვილი (1856-1909) კავკასიის მეფისნაცვლის ადიუტანტი. 1900-1903 წლებში თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი. გენერალ-ადიუტანტის და სახელმწიფო საბჭოს წევრის, ლევან ...
- ფოტო
-
რუსუდან სტაროსელსკი, ინა მელიქიშვილი, ალექსანდრე მაკინსკი
ციციშვილი დავით ესტატეს ძე
- სახელი, მამის სახელი:
- დავით ესტატეს ძე
- გვარი
- ციციშვილი
- სხვა სახელი, გვარი
- დავით ფანასკერტელ - ციციშვილი
-
დავით ესტატეს ძე ციციშვილი (დავით ფანასკერტელ-ციციშვილი) - ერეკლე II-ის ასულის მარიამის და დავით ციციშვილის შვილიშვილი. ავტორი თხზულებისა "შემოკლებული მოთხრობა ქცევათა და ჩვეულებათათვის ქართუელთა ...