ლევან ლუარსაბის ძე მაღალაშვილი (1879-1926) – გენერალ-ლეიტენანტი. სწავლობდა ნიკოლაევსკის კავალეროსანთა სკოლაში, შემდეგ პაჟთა კორპუსი. ხორუნჟი თერგის კაზაკთა რაზმის, მონაწილეობდა 1900-1901 წწ. ჩინეთზე ლაშქრობაში. რუსეთ-იაპონიის, პირველი მსოფლიო ომის მონაწილე. “ველური დივიზიის” თათართა პოლკის მეთაური.
1921 წელს გენერალ-ლეიტენანტი ლევან მაღალაშვილი იბრძოდა აზერბაიჯანელების მხარეს ბოლშევიკების წინააღმდეგ შამქორში.
საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ლევან მაღალაშვილი იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველო და წასულიყო ემიგრაციაში.
ყავდა მეუღლე სოფიო ბარათაშვილი და შვილი ნიკოლოზი.