დეტალურად
აზნაური ზაალიშვილების წინაპარს ეწოდებოდა ზაალ ტაოელი, იგი იყო მესამე ხარისხის აზნაური; ზაალ ტაოელი წაიყვანა ყეენმა და ძალად მიაღებინა მაჰმადიანობა, მხოლოდ შვილნი ზაალისა მოვიდნენ მეფე სვიმონ I-თან 1588 წელს და მიიღეს მართლმადიდებლობა და მეფე სვიმონმაც მიიღო ისინი აზნაურებად – ზაალიშვილებად.
ზაალიშვილები ძლიერ მხნე და შრომის-მოყვარე ხალხია, შიდა ქართლში ბევრნი არ არიან ამათთანა შრომის-მოყვარე აზნაურიშვილები. იგი მხნეა, ძლიერად მოყვარე თავის მიწისა. მათ არ უყვართ სხვა-და-სხვა აზნაურებივით უანგარიშო დარდიმანდობა, ქეიფი, უდროოდ და უალაგო-ალაგას ფულების ფლნგვა. ზაალიშვილები საკმაოდ მდიდარ აზნაურებად ითვლებიან მთელ ლეხურას ხეობაში.