აზნაურული საგვარეულო იმერეთსა და ქართლში. გვარში შემორჩენილი გადმოცემის თანახმად საყვარელიძეების წინაპრები აზნაური კროჭები ყოფილან, კროჭების ოჯახს დიდებული სტუმართმასპინძლობა გაუწევიათ მათთან მისულ მეფისათვის, რომელსაც შეუძახია რა საყვარელიძენი ხართო. აქედან მოდის მათი საყვარელიძეობა.
საყვარელიძეებს იმერეთის სამეფო კარზე საპატიო სახელოები ეჭირათ, ისიი იყვნენ ტახტის აზნაურები. მუხურის სამეფო მოურავები. ეკავათ მესტუმრეთუხუცესის თანამდებობა, რომელიც მემკვიდრეობით გადადიდა და ფრიად საპატიო სახელს წარმოადგენდა.
საყვარელიძეების გვარში იყვნენ გამორჩეული პიროვნებები: ანდრია საყვარელიძე აფხაზეთის კათალიკოსი – 1605 წ. ევდემოს საყვარელიძე, კათალიკოსი აფხაზეთისა – 1666–1673 წწ. მელქისედეკ საყვარელიძე. ეპისკოპოსი გელათისა 1519 წ.
აზნაური საყვარელიძეები გვხვდებია აგრეთვე ქართლში. 1761 წელს მათ დავა ჰქონდათ გივი ამილახვართან ტბეთის მამულის თაობაზე.
ლევან ბერაია