დეტალურად
აზნაურული გვარი. თავ. ფალავანდიშვილების აზნაურები ქართლში. 1799 წლის საბუთში ნახსენებია: „…ამას წინათ ჩვენს აზნაურიშვილს ლუა[რსაბ] ნაგლაძეს თქვენთვის არზა მოურთმევნი – განთავისუფლებული ვარ და უპატრონოო. და თქვენც ოქმი გებოძებინათ: თუ შენი მოხსენებული მართალი არის ჩვენც გაგვითავისუფლებიხართ, ვისაც გინდა იახელიო“.
ლევან ბერაია
უნდა აღინიშნოს, რომ აზნაური ნაგლაძეები საბუთებში ხანდახან გვხდებიან როგორც ნამგალაძეები.