მუსხელიშვილი

დეტალურად

ამათნი წინაპარნი არიან ოდიშიდგან მოსრულნი გვარითა მასხულავანნი და მერე გაუვარდათ სახელისა ცვლილებისა გამო მუსხელიშვილებად შთამომავლობათა ამისთა. დროსა მეფისა ვახტანგისას ჰსჩნდენ ესენი აზნაურად წელსა 1657  და არიან ესენიცა ტრაკტატსა შინა მოხსენებულნი აზნაურად.

 ავთანდილ მუსხელიშვილი 1721 წელს მოიხსენიება მებატონეთ თრიალოეთის საბატონოს, სადაც ჰყავდათ ყმები. 1741 წელს იესე და დემეტრე მუსხელიშვილები მოიხსენიებიან, როგორც მემამულეები, ჰყავდათ ყმები სოფლებში: სამღერეთი, სამღერეთის ახალშენში.

 უფლისწულ ბაქარის მიერ გაცემულ წყალობის წიგნში ვკითხულობთ: „…ერთგული სამსახურისთვის განსვენებულმა ჩემმა მშობლებმა გიწყალობეს შენ და შენს გვარს მუსხელიშვილებს თავადობა“. ე.ი. ვახტანგ VI–ს უბოძებია მუსხელიშვილებისთვის თავადობა, მას შემდეგ როცა გადავიდნენ რუსეთში საცხოვრებლად და მათი გვარი მოიხსენიებოდა როგორც თავადი მუსხელიშვილები 1739 წლიდან.

ლევან ბერაია

ფოტოზე ნიკო მუსხელიშვილი ვაჟთან გურამთან ერთად