მაჭავარიანი

დეტალურად

აზნაურული გვარი იმერეთსა და ქართლში. წარჩინებით გამორჩეული გვარი, იმერეთსა და ქართლში. იყვნენ როგორც ტახტის ისევე სათავადო აზნაურები. ქსნის ერისთავის აზნაურები, საყაფლანიშვილის აზნაურები. საწერეთლოს აზნაურები, წულუკიძეების აზნაურები. საწერეთლოში ფლობდნენ მოურავის სახელს. იყვნენ ლომსიათხევის სამეფო მოურავები.

 XVIII საუკუნეში მეფე სოლომონის დროს იმერეთის წარჩინებულ თავადაზნაურთა შორის მაჭავარიანებიც არიან დასახელებულნი. ბოროდინის ბრძოლაში მონაწილეობდა მოსკოვის დრაგუნთა პოლკის მაიორი მაჭავარიანი, რომელიც ზედიზედ ორჯერ დაჭრილა.

 მაჭავარიანები ყმა–მამულს ფლობდნენ ილემში. შეტანილნი არიან რუსეთის იმპერიის „ხავერდოვან წიგნში“.

ლევან ბერაია