ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. თავადები. სვანეთის ყოფილი ერისთავები. ლეჩხუმის მოურავები.
1462–1510 წლების სასიხლო სიგელში სვანეთის ერისთავებად გელოვანები არიან დასახლებულნი.
ვახუშტი ბატონიშვილი „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ გელოვანების შესახებ წერს „ხოლო სვანეთს – გეელოვანი, და არღარა ეგოდენის ძალის და უფლების მქონე სვანთა ზედა“. დადეშქელიანების გაძლიერებამ გამოიწვია გელოვანების დასუსტება და ისინი, როგორც ჩანს ლეჩხუმში გადმოვიდნენ, მაგრამ სვანეთშიც შეინარჩუნეს დიდი რაოდენობის მამულები. XIX საუკუნეში ქვემო სვანეთში დიდი რაოდენობით ყმა–მამულს ფლობდნენ გელოვანები და გარდაფხაძეები.
XVIII საუკუნიდან ლეჩხუმს განაგებდნენ სარდალ–მოურავი გელოვანები.
XVIII საუკუნეში ლეჩხუმის მთავარსარდალი ქაიხოსრო გელოვანი.
ლეჩხუმის მბრძანებელი ქაიხოსრო გელოვანი, რომელიც „დიდშემძლე კაცად“ ითვლებოდა არ იყო გრიგოლ დადიანის კმაყოფილი, მან კავშირი გააბა იმერეთის ყველაზე ძლიერ ფეოდალთან ზურაბ წერეთელთან და „ესევითარი შეთქმულებით გადააგდეს დადიანი გრიგოლ და იქმნა დადიანად მანუჩარ“. გელოვანმაც უფრო დამოუკიდებლად იგრძნო თავი მანუჩარისაგად, რადგან ეს უკანასკნელი მან გაადადიანა, ამის სანაცვლოდ 1795 წელს მიიღო ლენტეხი და ლაშარას ციხე მასში შემავალი სოფლებით. გარდა ამისა ქაიხოსრო გელოვანი ხორგიც მოურავადაც დაინიშნა.
გელოვანი გაბრიელი – XVIII საუკუნის I ნახევრის ქართველი მწერალი 1724 წელს ვახტანგ VI გაჰყვა რუსეთში. იქვე დაიწყო სამსახური, 50–იან წლებში მთავარიმ საპოლიცმეისტერო კანცელარიის კაპიტანი იყო.
გელოვანი არჩილ – საბჭოთა საინჟინრო ჯარების მარშალი.
გელოვანი მირზა – ქართველი პოეტი.
გელოვანი მიხეილი – ქართველი მსახიობი და რეჟისორი.
ლევან ბერაია