ფეოდალური საგვარეულო საქართველოსა და რუსეთში. განსაკუთრებით დაწინაურდნენ სამეფო კარზე XVIII ს–ში, როდესაც ამ საგვარეულოს წარმომადგენლები ვახტანგ VI–ის კულტურულ მეცნიერული საქმიანობის აქტიური მონაწილეები და მეფის შვილების აღმზრდელ–მასწავლებლები გახდნენ. ძმები გიორგი და იესე გარსევანიშვილები იყვნენ ვახტანგ VI–ის შვილების ვახუშტის, ბაქარისა და გიორგის აღმზრდელები. იესე იყო სამეფო კარისა და ოქინის კარის დეკანოზი, ჯვარისმტვირთველი.
1724 წ. გარსევანიშვილები ვახტანგ VI–თან ერთად რუსეთში გადასახლდნენ და იქ მათმა შთამომავლობამ მიიღო გარსევანოვების გვარი. განსაკუთრებული დამსახურებისათვის რუსეთის მთავრობამ მათ მამულები მისცა პოლტავის, ხარკოვისა და ეკატერინოსლავის გუბერნიებში.
ლევან ბერაია