გაბუნია

დეტალურად

აზნაურული გვარი ოდიშში. ფაღავების აზნაურები. იყვნენ ბანძის მოურავები. მამულებსა და ყმებს ფლობდნენ ბანძაში. გაბუნიებს ეკავათ აგრეთვე ფაღავების სახლუხუცესის სახელო.

 1847 წელს სამეგრელოს მფლობელმა დავით დადიანმა აზნაურ გაბუნიას უწყალობა ერთგული სამსახურისთვის ორი დუქანი ყულევში. კონსტანტინე მიხეილის ძე გაბუნია იყო ქუთაისის გუბერნიის მდივანი აზნაურთა მხრიდან.

 თეოფანე გაბუნია იყო ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი.

ლევან ბერაია