დეტალურად
ელიოზიშვილები – აზნაურული გვარი ქართლში. ვახუშტი აღნიშნავს: „…ხოლო ზედგინიძე, სააკაძე, ელიოზიშვილი ამათგან გამთავრებულნი ესრეთ, რომელიმე ამაღლებულან და რომელნიმე დამდაბლებულან ჟამთა ცვლილებითა ანუ გაყრითა ძმათა“.
ქვემო ქართლს მემამულეები. საკათალიკოსო აზნაურები და მოურავები. სვეტიცხოვლის მამულების მოურავები წეროვანში და გოროვანში.
1714 წლის ნასყიდობის წიგნში მოხსენიებულია ზაალ ელიოზიშვილი.
1700 წელს მოხსენიებულია ოქრუა გელიაშვილი ელიოზიშვილების გლეხი მეტეხიდან.
1797 წლის 7 დეკემბრით დათარიღებულ დოკუმენტში მოხსენიებულია ელიოზიშვილი ნინია აზნაური.
ნიკოლოზ ელიოზიშვილი, ნაზირი კათალიკოსისა ანტონ მეორის, გარდაიცვალა 1857 წელს ღრმად მოხუცებული.
ლევან ბერაია