ფეოდალური საგვარეულო სამცხე–საათაბაგოში. წერილობით წყაროებში 1443 წლიდან იხსენიებიან. ამ დროს სამფლობელოში ჰქონდათ ჩრდილო–აღმოსავლეთ სამცხეში. XVI ს. დასაწისში დაეუფლნენ ჯერ აბუსერიძეთა მამულს, მტბევრის სამწყოში. შემდეგ ხურსიძეთა მამულს ღობიეთს. XV ს. I ნახევარში 1548 წ. დიასამიძეებისა და სხვა მესხი დიდებულების დახმარებით ლუარსაბ I–მა დაიპყრო ჯავახეთი და მდ. მტკვრის აღმოსავლეთი მხარე. საპასუხოდ ირანის შაჰმა თამაზ I–მა 1553 წელს დიასამიძეები აიკლო და ზოგიერთი მათგანი ტყვედ წაიყვანა.
1576–78 წწ. დიასამიძეები აქტიურად მონაწილეობდნენ ჯაყელთა წინააღმდეგ შეთქმულებაში. 1578 წელს ოსმალთა მიერ სამცხე–საათაბაგოს დაპყრობის შემდეგ, დიასამიძეების სახლის ერთმა ნაწილმა ქართლს შეაფარა თავი.
XVI–XVIII ს–ში დიასამიძეების გვარიდან იყვნენ ქართლის კათოლიკოსები. მცხეთის ბოქაულთუხუცესები. ჯვრის მონასტრის წინამძღვრები დ სხვა, კახეთში – ბოდბელები. XVII ს. 30–იან წლებში დიასამიძეებმა მონაწილეობა მიიღეს როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში, რასაც მოჰყვა მათი დასჯა და სათავადო სახლის დამდაბლება.