ჩიჩუა

დეტალურად

ჩიჩუათა გვარი ერთ–ერთ „უწარჩინებულეს“ გვარს წარმოადგენდა ოდიშის სამთავროში.

 ჩიჩუათა საგვარეულოს ყველაზე ადრინდელი ჩვენთვის ცნობილი წარმომადგენელი რამაზ ჩიჩუაა. მას პირველად ვხედავთ XVII საუკუნეში. უფრო ზუსტად 1628–1657 წლებში.

 როდის ჩამოყალიბდა ჩიჩუათა სათავადო, გადაჭრით თქმა ძნელია, ყოველ შემთხვევაში, რამაზის მოღვაწეობის დროს, XVII ს. 20–იან წლებში, ამ სათავადოს არსებობა საგულისხმოა.

 ოტია დადიანის დროს (1728–1757 წწ.) ჩიჩუათა საგვარეულოს წარმომადგენელი პეპუნა უკვე ფრიად დაწინაურებულია, იგი დადიანის სახლთუხუცესად ზის.

 სახლთუხუცესისა და სარდლის სახელოები XVIII ს. დასაწყისში ჩიჩუათა ხელში იყო. მაგრამ 1803 წელს სახლთუხუცესობა ჩამოართვეს ჩიჩუას და ახლა უკვე საბოლოოდ ჩიქვანთა საგვარეულოს გადასცეს.

 ამგვარად ჩიჩუებიც მარცხდებიან სამეგრელოს სამთავრობო კარზე პირველობისათვის ჩიქვანებთან ბრძოლაში.

 ჩიჩუების აზნაურები: გვათუები, ხოჭოლავები, ჯორჯიკიები, ლოლუები.

 ჩიჩუების გენეალოგია (ფრაგმენტები)