ჭიჭინაძე

დეტალურად

აზნაურული გვარი საქართველოში. იყვნენ წულუკიძეების აზნაურები, მუხრანბატონის აზნაურები, იმერეთის და სამეგრელოს და აგრეთვე ტახტის აზნაურები.

 ჭიჭინაძეები კახეთში რუსთველის სადროშოში 1722 წლის ერთი საბუთის მიხედვით იყვნენ დროშის მტვირთველნი: „ამისნი დროშის მტვირთველნი ნიორიოს ჭიჭინაძენი ყოფილან და ჩვენც მათვე მივანდევით. ეგრეთ რომე, ოდეს დროშა წაასვენონ, ერთს ძლიერსა და უმჯობესსა კეთილ ცხენოსანსა კაცსა ხელთა მიათვალევდნენ და სხუანი ჭიჭინაძენი გარე შემოეხვეოდნენ ომსა შინა, განა მშვიდობასა და ოდეს ადგილსა დაისავანონ, ქეშიკი დამცველობა ამათ მიანდონ დროშისა“.

 ჭიჭინაძეების გენეალოგია (ფრაგმენტები)