დეტალურად
ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. ლეჩხუმელი ახვლედიანები იყვნენ როგორც თავადები ასევე აზნაურები.
იმერელი ახვლედიანები (ვანის) იყვნენ ჩიჯავაძეების აზნაურები, მაგალითად, ჩიჯავაძეების სახლთუხუცესის სახელო 1811 წელს დათუნა ახვლედიანს ჰქონდა.
სამეგრელოს სამთავროს გაუქმების შემდეგ რუსეთის მთავრობამ დაიწყო თავადაზნაურული გვარების აღწერა. 1868 წელს შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელმაც შეადგინა თავად–აზნაურთა ნუსხა, რომელიც გამოქვეყნდა 1890 წელს. ამ სიაში ახვლედიანები მოხსენიებულნი არიან, როგორც სამეგრელოს თავადური გვარი.
ლევან ბერაია