აფაქიძე

დეტალურად

ფეოდალური საგვარეულო საქართველოში. აფაქიძეები მოხსენიებულნი არიან XIV საუკუნიდან. აფაქიძეები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სახელოებს ფლობდნენ დადიანის კარზე იყვნენ მრავალყმიანი მემამულეები.

 დავით დადიანის დროს ცნობილი ცხენოსანი იყო მალხაზ აფაქიძე. ცნობილი ვექილი იყო ბეჟან აფაქიძე. დავით დადიანის პირადი ვექილი.

 ვახუშტის „აწინდელთა მთავართა გვართათვის“ მოიხსენიება აფაქიძეთა გვარი, როგორც ოდიშის თავადნი. „…არაფხან იყო თათრის ჩანგის ყაენის დროსა და ამან მიიღო სარწმუნოება ქრისტიანეთ და დაშთა აფხაზეთსა და უწოდეს ძეთა მისთა აბაქიძეთ და მერე დაეშთნენ ოდიშში დროს მეფისასა და მიღებულ იყვნენ თავადად მუნითგან იწოდებიან გვარნი მათნი აფაქიძეებად“.