ფეოდალური საგვარეულო იმერეთში. მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ იმერეთის მეფის კარზე.
XVIII საუკუნეში იმერეთის სამეფოს მთავარ სამხედრო პირებს სარდლები წარმოადგენდნენ. სოლომონ I – ის დროს იმერეთში სამი სარდალი იყო, სამხედრო ხელმძღვანელობა სამი სარდლის – წერეთლის, წულუკიძის და აგიაშვილის ხელში იყო.
ოკრიბის მხარის სარდლად თავადი აგიაშვილი იყო, რომელიც თავადი აბაშიძის შემდეგ ციხე–სიმაგრეებსაც განაგებდა ციხისთავის წოდებით, თავად აგიაშვილს ჰქონდა თეთრი და ჩალისფერი ქსოვილისაგან გაკეთებული დროშა, რომელზედაც გამოსახული იყო ჯვარი, ასევე მთვარე და მზე. დროშა აბრეშუმის ზონარით ხის ტარზე მიმაგრებული ორ ქანჩზე ეკიდა.
ამ გვარის ერთ–ერთი უწარჩინებულესი წარმომადგენელია ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც ხელს აწერს პავლე პოტიომკინისადმი გაგზავნილ წერილს, სადაც იმერეთის თავადები ახსნა–განმარტებას იძლევიან იმის შესახებ თუ რატომ აირჩიეს მეფედ დავით გიორგის–ძე. საბუთი შედგენილია 1784 წელს.
აღსანიშნავია, რომ ამ საგვარეულოს წარმომადგენლები გამოირჩეოდნენ მეფისადმი ერთგულებით.
ლევან ბერაია