კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი (დუშეთი 18.02.1852 – 25.07.1907 პიატიგორსკი). გენერალ-მაიორი. 1877-1877 წლების რუსეთ-თურქეთის ომის გმირი (ომობდა კავკასიის ფრონტზე ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის შემადგენლობაში). 1905 წელს “ჯავშნოსან პოტიომკინ”-ზე მომხდარი აჯანყების დღეებში დაინიშნა ოდესის კომენდანტად, შემდგომ კი დროებით გენერალ-გუბერნატორად. მან პირადად მიმართა სიტყვით მატროსებს რის შედეგადაც აჯანყებულები დაწყნარდნენ. ამის შემდეგ “პოტიომკინის” მატროსებმა სცადეს ყარანგოზიშვილის მოკვლა, მაგრამ არ გამოუვიდათ, მცდელობა ოდესის პოლიციამ აღკვეთა. რაც არ გამოუვიდათ ტერორისტებს ოდესაში გამოუვიდათ პიატიგორსკიში…. 1907 წელს სამკურნალოდ მყოფი გენერალი ყარანგოზიშვილი მოკლეს პიატიგორსკში. 1908 წელს ოდესაში ერთერთ ქუჩას (ул. Гулевая) მიენიჭა მისი სახელი.
კონსტანტინე ადამის ძე ყარანგოზიშვილი
დეტალურად