ნინო სვიმონის ას. აბაშიძე ორბელიანისა (1831-1918). პოეტი, მსახიობი, საზოგადო მოღვაწე, ქველმოქმედი. დაიბადა ქართლში სოფ. ახალქალაქში თავად თარხან-მოურავების ოჯახში. ერთხანს ცხოვრობდა ქუთაისში, 14 წლისა მიათხოვეს ქუთაისელ ჩინოვნიკს მიხეილ გიორგის ძე მაისურაძეს რომელიც მალე გარდაიცვალა. მონაწილეობდა კულტურულ-სალიტერატურო ცხოვრებაში, თეატრალურ წარმოდგენებში. 1864 წელს მეორედ გათხოვდა გრიგოლ კონსტანტინეს ძე ორბელიანზე (1836-1887).
1870-იან წლებში ნინო უკვე თბილისშია და ნაყოფიერ ლიტერატურულ, თეატრალურ, საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწევა. გამოირჩეოდა სილამაზით, ორატორული ნიჭით, იყო ბრწყინვალე იმპროვიზატორი… ნინო ორბელიანისადმი ლექსები აქვს მიძღვნილი ვ. იურკევიჩს (“რუს-იმერელს”). სიცოცხლის უკანასკნელ წლებში ნინო უკიდურეს სიღატაკეში, უსახლკაროდ ცხოვრობდა. ყველასგან მივიწყებული, გარდაიცვალა 1919 წლის 12 მარტს თბილისში დავრდომილთა თავშესაფარში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ჰყავდა შვილები ალექსანდრე (რომელიც პატარა გარდაიცვალა) და კონსტანტინე (? – 1917 სანქტ-პეტერბურგი)